12:52 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

დათა ახალაიას საიდუმლო პატაკი ვანო მერაბიშვილს – როგორ გაქრა თაკო სალაყაია სკანდალური საქმიდან

დათა ახალაიას საიდუმლო პატაკი ვანო მერაბიშვილს – როგორ გაქრა თაკო სალაყაია სკანდალური საქმიდან

„ამან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის საშუალება, იმისთვის, რომ დარტყმა შემემცირებინა, მე არავითარი ზომები არ მიმიღია“, – ამბობს ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

 

როგორ გაქრა წინა ხელისუფლების დროს გირგვლიანის საქმიდან ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თამარ სალაყაიას სახელი და რას წერს დათა ახალაია საიდუმლო პატაკში შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს?

 

კუდის ყოფილი უფროსის საიდუმლო პატაკში დასახელებულია შარდენ-ბარში მყოფთა ვინაობები, გარდა ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თამარ სალაყაიასი.

 

ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ პატაკში ნახსენები კუდის თანამშრომლები წიანსწარი შეთანხმებით წავიდნენ ციხეში, რათა მათ არ ეხსენებინათ, არც დათა ახალაია და არც თამარ მერაბიშვილი.

 

ხელახალი გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ამ მიზნით სოლიდური გასამრჯელო, კერძოდ 100-100 ათასი ლარი და პრეზიდენტის შეწყალების დაპირება მიიღეს.

 

აი, რას წერს დათა ახალია საიდუმლო პატაკში ვანო მერაბიშვილს:

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დანაშაულის ჩადენის დღეს, ანუ 2006 წლის 28 იანვარს დაახლოებით 3:30 საათამდე, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ვიმყოფებოდი ზემოთ მითითებულ „შარდენბარში“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, სადაც ამ უკანასკნელის მიწვევით უნდა მოსულიყო, ასევე, კუდის პირველი სამმართველოს უფროსი გია (გერონტი) ალანია.

 

მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას მობილური ტელეფონით, რა დროსაც ის დაბეჯითებით მარწმუნებდა, რომ მოემართებოდა „შარდენბარში“.

 

დაახლოებით 3:00 საათზე მან შემატყობინა, რომ ვერ შეძლებდა მოსვლას, რადგან პირად საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შეხვედროდა თავის მეგობარს, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებია.

 

2006 წლის 2 თებერვალს ტელეფონით დამიკავშირდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფ­რო­სი კონსტანტინე არჩა­ია და მომახსენა.

 

გია ალან­იას თხოვნით მას შსს-ს მე-2 ადმინისტრაციული შე­ნო­ბის (მოდულის შენობა) ეზოდ­ან უნდა გაეყ­ვა­ნა სი­სხ­ლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული „მერს­ედ­ეს მლ“-ის მა­რკ­ის ავტომობილი.

 

მე დავინტერესდი ავტო­მო­ბი­ლის ფერით, რაზეც მან მი­პა­სუ­ხა, რომ ის იყო ვერცხლისფე­რი“, – წე­რს დათა ახალ­აია.

 

სა­იდ­უმ­ლო პა­ტა­კში აღნიშნ­ულ­ია, რომ დრ­ოის ამ მონაკვ­ეთ­ში მოდუ­ლის შენობიდან მა­რთ­ლაც გა­ვი­და ვერცხლისფე­რი „მე­რს­ედ­ეს მლ“, რომლითაც კუდ-ის ოპერატიუ­ლი მუშაკი, ავთანდილ აფ­ცი­აუ­რი სარგებლობდა და სადაც ის­ხდ­ნენ გია ალ­ან­ია და კუდ-ის თანამშრომელი ალექსანდ­რე ღაჭა­ვა.

 

„ოპ­ერ­ატ­იუ­ლი საშუალებებ­ით მოპო­ვე­ბუ­ლი და გაანალიზებული იქ­ნა გამოსაკვლევ პე­რი­ოდ­ში, ანუ 2006 წლის 28 იანვ­არს 2 საათიდ­ან 4 საათ­ამ­დე გია ალ­ან­იას მი­ერ განხორციელებული სატელეფონო საუბრების ამსახველი დეტალური მონაცემები, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღდგენილ იქ­ნა ამ უკანასკ­ნე­ლის მოძრაო­ბის სავარაუდო მარშრუტი.

 

აღნიშნული ინფო­რმ­აც­იის მიხედვით, 2006 წლის 28 ია­ნვ­არს დანაშაულის ჩადენის პე­რი­ოდ­ში ის იმყოფებოდა შპს „ჯეოსელ­ის“ იმ ანძის მომსახურებ­ის არ­ეა­ლში, რომელიც ფარა­ვს სოფელ ოქროყა­ნის მიმდებ­არე ტერიტორიას.

 

ამასთანავე, გია ალანია თავი­სი მობი­ლუ­რი ტელეფონით რამდენჯე­რმე დაუკავშირდა კუდ-ის ოპერატიულ თანამშრომელს, მიხეილ ბიბილური­ძეს, რომელიც, თავის მხრივ, ამ­ავე პერიოდ­ში იმყოფებოდა მითითებული ან­ძის დაფარვ­ის ზონაში.

 

ამრიგად, ერთი მხ­რივ, გია ალ­ან­ია­სა და კუდ-ის ზემოდასახელე­ბუ­ლი სხ­ვა მუშაკების და, მე­ორე მხრივ, სანდრო გირგვლ­ია­ნი­სა და ლე­ვან ბუხა­იძ­ის მიმართ მართლსაწინააღმდე­გო ქმედებ­ის ჩადე­ნა­ში მონაწილე პი­რე­ბის გადაადგილების მარშრუ­ტი, ფაქტობრივად, იდენტურია.

 

საყურადღებოა ის გარემო­ება, რომ რამდენიმე დღ­ის წინ მე შესაბა­მი­სი ლეგენდ­ით ვკითხე გია ალანიას, ხომ არ იმყოფებო­და ის და­ნა­შა­ულ­ის ჩა­დე­ნის დღ­ეს სო­ფელ ოქროყანის მიმდებ­არე ტერიტორი­აზე, ან ჰყავდა თუ არა გაყვანილი „მერს­ედ­ეს მლ“-ის მარკის ავტომანქანა, რაც მან საკმაოდ დაბნეულმა და აღელვებუ­ლმა უა­რყო“, – წერს და­თა ახალაია.

 

ამ­ავე წე­რი­ლში კუდ-ის დირე­ქტ­ორი ვა­ნო მერაბიშვილისგან ითხო­ვს თანხმობას აქ­ტი­ური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიე­ბე­ბის ჩატარების მიზნით, ვინაიდ­ან მოპოვებული მონაცემე­ბი „იძლე­ვა საფუძვ­ელს დასაბუთებული ვარაუდისთვ­ის, რომ სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებ­ებ­ში მონაწილეობდნ­ენ კონსტიტუცი­ური უსაფრთხოებ­ის დეპარტ­ამ­ენ­ტის მუშა­კე­ბი“.

 

რო­გო­რც ჩა­ნს, და­თა ახალაი­ამ ამ საიდ­უმ­ლო პა­ტა­კის შემდ­ეგ ვანო მერაბიშვილ­ის­გან სრ­ული ნდ­ობა მი­იღო სა­ქმ­ის გამო­ძი­ებ­ის მიზნით, ვინაიდან, თავის მხრივ, მერაბიშვილმა საიდუმლო წერილი მისწერა ზურაბ ადეიშვილს და მთელი ეს ინფორმაცია მას გადააბარა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X