22:31 | 2020-05-29 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„დაშორდა შეყვარებულ ბიჭს და…“ – ბიჭების ისტორია, რომლებსაც ისევ ქალებთან ურთიერთობა უნდათ

„დაშორდა შეყვარებულ ბიჭს და…“ – ბიჭების ისტორია, რომლებსაც ისევ ქალებთან ურთიერთობა უნდათ

ფსიქოლოგი მაია ბარამიძე გულის ტკივილით აღნიშნავს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. „ყველა აგინებს, მაგრამ ესენი არიან მძიმე ისტორიის მქონე ადამიანები.

 

ყველა შემთხვევაში პრობლემა მოდის ოჯახიდან. ძალადობის თემაა ძირითადად“. – ამბობს ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში და საინტერესო შემთხვევებს იხსენებს.

 

– პაციენტებს კითხვებს არ ვუსვამ, „ტექნიკას“ ვაკეთებინებ – ვაძლევ თემას, რომელიც უნდა დახატონ და შემდეგ ვუყვები მისი ცხოვრების შესახებ.

 

ზოგჯერ ისეთ თემას ხატავენ, საერთოდ ვერ ხვდებიან, ეს თემა რა შუაშია მის პრობლემასთან. ამას არტ-თერაპია ჰქვია.

 

ბოლო პერიოდში ვმუშაობ ჰომოსექსუალებთან და მათ ზუსტად იციან, რომ ეს არ არის გენეტიკური, არამედ – გარემო პირობებზეა დამოკიდებული.

 

ჰომოსექსუალთა უმეტესობა ძალადობის მსხვერპლია ოჯახში ან ოჯახს გარეთ. ამასთან, ყველა მოძალადეს ცალკე, თავისი ისტორია აქვს და ტრაგედია. მათ 97-98 %-ს ოჯახში ძალადობის გამო აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.

 

წარმოიდგინეთ, მოძალადე მასკულინური ტიპის მამაკაცთან ხომ არ მივა გასაუპატიურებლად? ძალადობენ ცოტა ფემინური ტიპის ბიჭებზე. თუმცა, მამაკაცის სუსტი აღნაგობა არ ნიშნავს, რომ ის გეია.

 

უბრალოდ, ასეთი აღნაგობა აქვს და ეგაა და ამასთან, სუსტია და თავდაცვის უნარი არა აქვს.

 

ხშირად ეს ძალადობა არ არის ერთჯერადი. ემუქრებიან, აიძულებენ მორჩილებას და ესენიც ეჩვევიან.

 

ეს ყველაფერი ხშირად ხდება სკოლის მოსწავლეებში. ალოგიკური რამ არსებობს ფსიქოლოგიაში, როცა მსხვერპლს მოძალადე უყვარდება.

 

ასეთი ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში, შინიდან არ გამოდის და ზრდის პატარა ძმის შვილს. ეს ბიჭი იყო ძალდობის მსხვერპლი სკოლაში. მას ჰყავს ძმაც, მამაც და წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ მათი ოჯახის წევრს.

 

მას არ ჰქონია გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ შეუყვარდა ფსიქოლოგიური მოძალადე. ალოგიკურია, მაგრამ ასე ხდება ხოლმე.

 

დადიოდა ფსიქოლოგებთან, ამბობს, რომ ვერსად გაამხელს თავის ორიენტაციას, რადგან ოჯახის წევრების ეშინია.

 

მან სცადა კიდეც სექსუალური კონტაქტი, მაგრამ შეეშინდა და გამოიქცა. აღიარებს, რომ ძალიან უყვარდა, მაგრამ მასთან სექსი ვერ გაბედა და ახლა უიმედოდაა შეყვარებული სხვაზე.

 

ამბობს, რომ ვერასოდეს გაბედავს მასთან სექსუალურ კონტაქტს. ფსიქოლოგი გამოსავლის მოსაძებნად სჭირდებოდა. თითქმის ყველა ფსიქოლოგი მოიარა, ჩემთანაც მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ, შემდეგ აღარ გააგრძელა.

 

უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაცია დაპირდა, რომ დაეხმარებოდა, თუ ხმამაღლა იტყოდა თავისი ორიენტაციის შესახებ, შემდეგ გაუშვებდა საზღვარგარეთ და თავშესაფრის მოძებნაშიც დაეხმარებოდა, მაგრამ ამან უარი თქვა,

 

საქართველოს გარდა მხოლოდ ესპანეთში მინდა ცხოვრება და ჩემი ორიენტაციით იქაც გამიჭირდება, რადგან მენტალიტეტით ესპანელები ქართველებს ძალიან ჰგვანანო.

 

აინტერესებდა, დავინახავდი თუ არა მასში კაცს და ალბათ სწორედ ამის გამო იცვლიდა ფსიქოლოგებს.

 

მე არ მიმაჩნია, რომ ჰომოსექუსლიზმი არის ცუდი და ამაში პრობლემასაც ვერ ვხედავ, თუ ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია და ზუსტად იცის თავისი ორიენტაცია.

 

ბევრ შემთხვევაში ვერ გარკვეულან და ჩემი დახმარებაც სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ.

 

წარმოიდგინეთ, ერთმა პაციენტმა როდესაც თავის ორიენტაციაზე თხრობა დაასრულა, მითხრა, – ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი უბედურებისო. თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს მისთვის არის უბედურება, ხომ მეთანხმებით, რომ მას დახმარება სჭირდება?

 

ორი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, სწორედ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მყოფი ადამიანების.

 

დაახლოებით ორი წლის წინ უცხოეთიდან შემეხმიანა ახალგაზრდა მამაკაცი. უბრალოდ, ვსაუბრობდით ხოლმე, სხვადასხვა თემაზე. ვგრძნობდი, რომ მოსაუბრე, დამლაპარაკებელი სჭირდებოდა.

 

მისი მშობლები გაშორებული არიან და ორივე წასულია საზღვარგარეთ. ის პატარაობიდან იზრდებოდა მოხუც ბებიასთან. – როცა ვურეკავდი მონატრებულ მშობლებს, მეკითხებოდნენ, – რამდენი გინდაო?

 

ფული კი არა, დედა და მამა მინდოდაო. 12 წლისა იყო, როცა მუშაობა დაიწყო, პროტესტის ნიშნად, – აგრძნობინა მშობლებს, რომ მათი ფული არ სჭირდებოდა. ამ ამბებს კი მიყვებოდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი მისი ორიენტაციის შესახებ.

 

საქართველოში ჩამოვიდა ცოტა ხნით, შევხვდით, ორი დღე იყო სახლში ჩემთან, როგორც შვილს ისე ვექცეოდი. ერთ საღამოს მითხრა, – შენ კი მეუბნები, რომ კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ მე ვარ გარყვნილი ადამიანიო და მაშინ მომიყვა გახსნილად ყველაფერს.

 

როგორც თვითონ თქვა, ასე თბილად არავინ მომქცევია, როგორც შენ მომექეციო, და ალბათ ამ სითბომ გამოიწვია ნდობაც.

 

ისე აღწერა პირველი სიყვარულის ისტორია, რომ გადამრია. პოეტურად რომ აღწეროს ქალმა კაცთან ურთიერთობა, ზუსტად ისე ჰყვებოდა, – როგორ შემოეფეთა პირველად, როგორ იგრძნო მისი მზერა…

 

ძალიან ტრაგიკული ცხოვრება აქვს ამ მამაკაცს. ის ახლა ავადაა. აქვს ფილტვის კიბო, თავშიც აქვს მეტასტაზები. ერთი პერიოდი სუნთქვა ისე უჭირდა, მეგონა, დაიხრჩობოდა. ბოლო დღეებში გამოკეთდა სიტუაცია. როგორც ექიმები ეუბნებიან, ერთ ფილტვში მეტასტაზები გაქრა და უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს.

 

 

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
2020-05-30თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

 

 

ღამეები ვდარაჯობ, როცა სუნთქვა უჭირს, ტელეფონი არ გამომირთო-მეთქი, ვეუბნები, რომ მის სუნთქვას ვუსმინო.

 

ცოტა ხნის წინ დაშორდა შეყვარებულ ბიჭს და გამომიცხადა, რომ კაცები ეზიზღება. მითხრა, – თუ ჯანმრთელობა გამომიკეთდა, გაისად სხვა ქვეყანაში გადავალ და აუცილებლად მეყოლება შეყვარებული, ქართველი გოგოო. ყურებს არ დავუჯერე. ჩავეკითხე და მითხრა, რომ არ მომესმა და ნამდვილად სურს, რომ გოგო ჰყავდეს შეყვარებული.

 

საერთოდ, ამ თემას ძალიან ფაქიზად უნდა შევხედოთ. გეტყვით, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც გაორებულნი არიან, მიდიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ.

 

როგორც კი შეხედავენ, რომ მივიდა ფემინური ტიპის მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ კაცების მიმართ ლტოლვა აქვს, მაშინვე ეტყვიან, – მოდი ჩვენთან, ჩვენიანი ხარ, ჩვენ დაგიცავთო, მაგრამ საერთოდ არ ცდილობენ, რომ გაარკვიონ, მართლაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია თუ თავის თავში გაურკვეველი ადამიანი.

 

მილაპარაკია ძალიან ცნობილ ჰომოსექსუალებთან და მათაც იგივე უთქვამთ.

 

მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც ხელგაშლილი მიიღეს ასეთ ორგანიზაციაში, მაგრამ შემდეგ ჩემთან მოვიდა, ვისაუბრეთ, ძალიან მალე გააცნობიერა, რომ ის იყო კაცი.

 

პაციენტებთან ვმუშაობ არტ-თერაპიის მეთოდით. ვაძლევ დავალებას, რომ დახატონ, რასაც ვეტყვი. სწორედ ნახატების მიხედვით გავაცნობიერე, რომ ის მამაკაცი იყო და რომ მისი პრობლემა ოჯახიდან მოდიოდა.

 

ჩვენი პირველი შეხვედრა რომ დასრულდა, – ჩამეხუტე-მეთქი, ვუთხარი. ამით პაციენტის ენერგიას ვზომავ. ჩამეხუტა ნაზად, როგორც ქალი. არა და, 30 წელს გადაცილებული მამაკაცია, პროფესიით ექიმი და რომ შეხედავ, ვერაფრით წარმოიდგენ, რომ გეია.

 

მეორე შეხვედრაზე რომ მოვიდა, მითხრა, – 14 წელია, არ მძინებია, ისე განვიცდი ჩემს სიტუაციას და ახლა უბედნიერესი ვარ, რომ საშუალება მომეცა, მშვიდად მძინებოდაო. ბედნიერებას კი ანიჭებდა ის, რომ გააცნობიერა, რომ მის ცხოვრებაში შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს.

 

ქვეცნობიერი საოცარი რამაა და როდის სად რას გამოაგდებს, ვერ გაიგებ. ამ მამაკაცის პრობლემაც ოჯახიდან მოდის. ის საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილია.

 

მითხრა, რომ დაახლოებით 4-5 წლისამ ნახა, როგორ სცემდა მამა დედას და ის ჩაუდგა შუაში, რომ დედა გადაერჩინა, რის გამოც თავადაც მწარედ მოხვდა. ამის შემდეგ, გავიდა ხანი, შემთხვევით ღამე შევიდა მშობლების ოთახში და შეესწრო მათ სექსს.

 

ვინაიდან ასე პატარა ბავშვმა არ იცის სექსის არსებობისა და მისი არსის შესახებ, გადაწყვიტა, რომ მამა კვლავ ძალადობდა დედაზე, რადგან დედა გამოსცემდა უცნაურ ხმას, თითქოს რაღაც სტკიოდა, ხოლო მამა თითქოს ძალადობდა.

 

გამობრუნდა და იტირა. ამის შემდეგ ხშირად მიდიოდა თურმე, იმის შესამოწმებლად, მამა კვლავ ძალადობდა თუ არა დედაზე და ნახულობდა, რომ პერიოდულად „ძალადობდა“ და ამას ძალიან განიცდიდა. იმის გამო, რომ ყოველთვის იყო დედის მხარდამჭერი და არ მოსწონდა მამის საქციელი, ქვეცნობიერმა დაბლოკა მასში მამაკაცი.

 

sos!sos!sos!...მეხუთე თვეა ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ... - მანანა არჩვაძე-გამსახურდია
2020-05-30sos!sos!sos!...მეხუთე თვეა ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ... - მანანა არჩვაძე-გამსახურდია

 

პირველად როცა მოვიდა, მითხრა – მინდა ამიხსნათ, რატომ დამემართა ეს და მეშველება თუ არა რამე? მაქვს ლტოლვა მამაკაცების მიმართო, ამბობდა და აღწერდა, როგორი ტიპის მამაკაცები მოსწონდა. „აპოლონებს“ აღწერდა ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდოდა, რომ ეს ასე ყოფილიყო.

 

მას სტუდენტობის დროს ჰქონია ქალთან ურთიერთობა, მაგრამ ეს მომხდარა ბორდელში და არ მოეწონა. ამ პროცესს აღწერს, როგორც ამაზრზენს. – ქალი მომწონებია ფიზიკურად, მაგრამ ვნება მის მიმართ არ მქონიაო, – ამბობს.

 

მუშაობის პროცესში შევეცადეთ, მასში მამაკაცი გვეპოვა და პირველივე ჯერზე, როდესაც ხატავდა, ქალში იპოვა ისეთი სიმბოლოები, რომელიც თავადაც კი გაუკვირდა. ახლა ჰყავს გოგო შეყვარებული, მასთან ერთად მოიარა უცხოეთი. მე აღარ მეხმიანება, მაგრამ ვხედავ, რომ კვლავაც ერთად არიან და ძალიან ბედნიერია.

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X