fbpx
12:15 | 2021-01-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დასახელდა კონკრეტული თარიღი, როცა სავაჭრო ცენტრები და მოლები გაიხსნება

დასახელდა კონკრეტული თარიღი, როცა სავაჭრო ცენტრები და მოლები გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრების და მოლების გახსნა 1-ლი თებერვლისთვის იგეგმება.

 

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან საახალწლო გახსნა იყო ჩვენთვის კარგი გამოცდილება, ამ პერიოდში ვაკვირდებოდით რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში და შევძელით აღგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში.

 

ჩვენ დავხვეწეთ ეს მიდგომები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად გავხსნათ სავაჭრო.

 

ამასთან დაკავშირებით ეს შეხვედრები გაგრძელდება და 1-ლი თებერვლისთვის ვგეგმავთ, რომ გაიხსნება სავაჭრო ცენტრები დან მოლები, ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში და უკვე კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო იქნება გახსნილი ამაზე ჩვენ იანვრის ბოლოს ვიზრუნებთ და ვიმსჯელებთ, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულად თითოეულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო მეტად ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X