19:23 | 2020-04-15 ავტორი: რუსა ღვანიძე

სოფელში დარჩენა ვარჩიეთ, თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობთ – ჩცდ-ს ეკაკოს გურული თვითიზოლაცია

სოფელში დარჩენა ვარჩიეთ, თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობთ – ჩცდ-ს ეკაკოს გურული თვითიზოლაცია

მსა­ხი­ო­ბმა თინი გალ­და­ვამ, მეუღლესთან, მსახიობ ნიკა ჩხაიძესთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში თვითიზოლაციაში ყოფნას სოფელში გაემგზავრება არჩია. წყვილმა, სოციალურ ქსელში, სახალისო ვიდეო – „დილის „რუტინა” გურია“ გამოაქვეყნა.

„პრაიმტაიმი“ მსახიობებს დაუკავშირდა და სოფლის ცხოვრების დადებით მხარეებზე ესაუბრა:

 

 

ერთი კვირაა, რაც მე და ჩემი მეუღლე, გურიაში წამოვედით. ნიკას სოფელი – წითელი მთა, ოზურგეთის რაიონში მდებარეობს.

 

თბილისში თვითიზოლაციაში ყოფნას, სოფელი ამჯობინეთ?

 

– დღეიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება იკრძალება და ამიტომ, სოფელში დარჩენა ვარჩიეთ, რადგან თავს, მშვიდად და დაცულად ვგრძნობთ.

 

 

სოფლის ცხოვრების დადებითი მხარეები…

 

– ახლა გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანს, ჰქონდეს სოფელი, ეს ერთგვარი ხსნაა, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. სოფელში, სიცოცხლე იგრძნობა, თან გაზაფხულია – ყველაფერი ყვავილობს, ბუნება, ახალ სიცოცხლეს იწყებს და ცხოვრებაც აქტიურია, რადგან ადამიანი ჩართულია ამ პროცესში და შრომობს.

 

ნიკასთან ერთად, შენც ჩაერთე სოფლის საქმეებში…

 

– რა თქმა უნდა. გადავწყვიტეთ, ხეხილი დავრგოთ – ახალი და საინტერესო გამოცდილება იქნება. როგორც აღვნიშნე, აქ ადამაინი უსაქმოდ ვერ გაძლებს, შესაბამისად, მეტად ენერგიულად და მხნედ იგრძნობს თავს.

 

 

თვითიზოლაცია, სოფლის პირობებში…

 

ასეთ გარემოში, თვითიზოლაციაც კი, სასიამოვნო ხდება. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ წავალთ სოფლელში და ვიზრუნებთ ჩვენსა და სხვა ადამაინების უსაფრთხოებაზე.

 

ჩვენი დღეები სოფელში – #გურია #მამლისყივილი #ბუხრისდანთება #შეშისდაჩეხვა #ლალიბებოსცხელიპური #ჩიტები #ბაყაყისწყალშიყიყინი #მდინარისხმა #სუფთაჰაერი #ცვრიანიბალახი #თოხი #მაგნოლია #ბათურადაუნა #მზისჩასვლა #ვარჯიში #ტიკტოკი #წიგნი #დარჩისახლში #დარჩისოფელში.

 

შეგახსენებთ, მსა­ხი­ო­ბი თინი გალ­და­ვა, ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა, პო­პუ­ლა­რუ­ლ სე­რი­ა­ლ – „ჩცდ“-დან გა­იც­ნო. ულა­მა­ზე­სი მსახიობი, ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რ – მი­ზან­მი­მარ­თუ­ლ, კრი­ტი­კუ­ლ, პრინ­ცი­პუ­ლ გო­გო­ნა – ეკაკოს როლს ასრულებდა.

 

თინი, წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ, დე­კა­ნოზ ალექ­სან­დრე გალ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია.

 

 

მეუღლე კი, რუსთავის თეატრის მსახიობი ნიკა ჩხაიძე, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ლოტბარის – ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია.

 

 

 

დილის “რუტინა” 😁გურია☀️#morningmotivation #villagelife

Gepostet von Tini Galdava am Dienstag, 14. April 2020

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +