17:50 | 2020-03-26 ავტორი: ლიზი მეტრეველი

დარჩი სახლში! – თუთიყუშის მოწოდება

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი თუთიყუშის ვიდეოს აქვეყნებს.

 

“დარჩი სახლში!- ჩიკოლინო მკაცრ განცხადებას აკეთებს და მოგიწოდებთ არა თუ უბრალოდ სახლში, დარჩეთ საწოლში (ეს არ გვისწავლებია, თავად მოიგონა).

 

ორ დღეში ისწავლა ამ პაწუკამ “დარჩი სახლში” და ახლა ათასგვარ ვერსიას გვთავაზობს. ჩემი თუ არ გჯერათ, დაუჯერეთ ჩიკოლინოს რა“– წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.

 

ცნობისთვის, 1 წლის ჩიკოლინო ბევრ თემაზე „საუბრობს“. მან როგორც სიმღერები, ასევე ქართული ზღაპრები და ლოცვები იცის.

 

დარჩი სახლში!- ჩიკოლინო მკაცრ განცხადებას აკეთებს და მოგვიწოდებს, არა თუ უბრალოდ სახლში, დავრჩეთ საწოლში (გეფიცები ეს არ გვისწავლებია, თავად მოიგონა).ორ დღეში ისწავლა ამ პაწუკამ "დარჩი სახლში" და ახლა ათასგვარ ვერსიას გვთავაზობს.ჩემი თუ არ გჯერათ, დაუჯერეთ ჩიკოლინოს რა 🙏

Gepostet von Manana Toqmajishvili am Donnerstag, 26. März 2020

ავტორი: ლიზი მეტრეველი

დატოვე კომენტარი