13:44 | 2020-03-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ევროპაში დარჩა მხოლოდ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა

ევროპაში დარჩა მხოლოდ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ გამოვლენილა

მონტენეგრომ სახელმწიფო ავიახაზის, Montenegro Airlines-ის მუშაობა დროებით შეაჩერა. ასევე რკინიგზებისა და ავტობუსების მუშაობა, რათა ქვეყანაში კორონავირუსი არ გავრცელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

მონტენეგროში ათობით ადამიანი შემოწმდა ახალი ტიპის ვირუსზე, თუმცა აქამდე არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 390 ადამიანი ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება.

 

მონტენეგრო ჯერჯერობით არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

გასულ კვირას მონტენეგროში საზოგადოებრივი თავშეყრა აკრძალეს. სკოლები გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ასევე დაწესდა შეზღუდვები სერბეთის, ბოსნიის, ხორვატიის და ალბაენთის საზღვართან.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X