21:03 | 2021-10-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაქორწინებული ხართ თუ ვაჟიშვილი? – ფემინისტურად განწყობილი გოგონები გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობენ

დაქორწინებული ხართ თუ ვაჟიშვილი? – ფემინისტურად განწყობილი გოგონები გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობენ

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ – ამ აფორიზმს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის საქართველოში ღაღადებდნენ, თუმცა, დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში, ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა.

 

საქართველოში კვლავ არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომლის დამსხვრევასაც ქალები ყოველდღიურად ცდილობენ. ამაში მედიაც დიდ როლს თამაშობს. ყურადღების მიღმა არ რჩება სექსისტური, დისკრიმინაციული რეპლიკები, მიდგომები, ქმედებები და ა.შ.

 

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი „კეთილშობილ ვაჟთა ინსტიტუტი“, სადაც საქართველოში გავრცელებულ ფრთიან, სექსისტურ ფრაზებს ვკითხულობთ, მხოლოდ შებრუნებულ ვარიანტებს. მაგალითად: „კაცს რა უნდა პოლიტიკაში“, „რა გონიერი ბიჭია, გოგოს ტვინი აქვს!“, „უხერხულია, შენ გერქვას ქმარი, შენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვე“, და ა.შ. გამოხმაურება დიდია და ადამიანებში კარგ განწყობას იწვევს.

 

„პრაიმტაიმი“ გვერდის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მისი შემქმნელი ორგანიზაცია „ფემინას“ დირექტორი, ნინო ბაისონაშვილია. ამბობს, რომ ეს ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი გვერდია, სადაც იუმორით დანახული გენდერული სტერეოტიპებია ასახული.

 

ფემინისტი მეგობრები ხშირად ვმსჯელობდით, რა მოხდებოდა, თუ გენდერულ სტერეოტიპებს შევაბრუნედით. ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ საცდელი გვერდი გაგვეკეთებინა. შევქმენით გვერდი, რაშიც მინიმალური ფულადი რესურსიც კი არ დახარჯულა, მათ შორის არც რეკლამაში და ჩვენდა გასაოცრად, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

გვერდი სწრაფად მზარდია და დღითი დღე პოპულარული ხდება. გვერდზე სულ სამნი ვმუშაობთ, მე,ჟურნალისტი ნინო სპარსიაშვილი და გრაფიკოსი ანა ალავიძე. ორგანიზაციის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქამდეც ბევრი რამ გვიკეთებია, მეტი დრო და რესურსიც დახარჯულა, თუმცა იუმორი როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში შედეგის მიღწევის საუკეთესო მეთოდია.

 

რაც მთავარია, გამომწერები ამას მტრულად და ანტაგონისტურად არ იღებენ და სათქმელი პირდაპირ მიდის მათამდე. გვწერენ საკუთარ ვერსიებს, გვწერენ პირად შეტყობინებებშიც და საკუთარ ვარიანტებს გვთავაზობენ. მათ შორის,კაცებიც. სწორედ ასე გვინდა მიზნამდე მისვლა: მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ გენდერული სტერეოტიპები აზიანებს არამხოლოდ ქალებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და მხოლოდ თანასწორობის პირობებში შეგვიძლია პროგრესის შექმნა“, – გვიყვება ნინო ბაისონაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X