02:26 | 2020-05-19 ავტორი: თამთა თორდია

დაპირისპირება მარი ნაკანსა და თათია შარანგიას შორის – რამ გააღიზიანა ფოტოგრაფი

დაპირისპირება მარი ნაკანსა და თათია შარანგიას შორის – რამ გააღიზიანა ფოტოგრაფი

ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა, საკუთარ instagram სთორიში, პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგიას ფოტო გამოქვეყნა წარწერით:

 

„ცოტა სირცხვილია, რომ ჟურნალისტები კოპირებას მიკეთებენ“, – წერს მარი ნაკანი.

 

რაზეც თათია შარაგნია პასუხობს:

 

„მთელი ცხოვრება მიმაჩნია, რომ სიკეთე გადამდებია…

 

მიმაჩნია რომ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რომ ყველაზე მთავარი ადამიანობაა და ყველაფერს თავის სახელი ერქმევა ადრე თუ გვიან…

 

კარგად იცით, რომ თვითპიარი ჩემი სტილი არ არის… უბრალოდ თქვენ განდობთ განსაჯოთ, რატომ ასეთი ცინიზმი ან აგრესია?

 

როცა მე მხოლოდ კეთილგანწყობა მქონდა მის მიმართ? უნდა ვბაძავდე მარი ნაკანს??? მესმის ამბიციურია, მაგრამ მაინც, რატომ? როცა მე „სთორი” დავიწყე, ის ფოტოებს იღებდა“, – წერს შარანგია.

 

ცნობისთვის, მარი ნაკანი საკუთარ instagram გვერდზე ცნობილ ადამიანებთან ლაივ ჩართვებით ხშირად გამოირჩევა, სწორედ მას ჰყავდა ზალიკო ბერგერი ლაივ ჩართვაში. როგორც ჩანს თათია შარანგიას ზალიკო ბერგერთან ლაივს მისი გაღიზიანება მოჰყვა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X