13:53 | 2021-06-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დაპირდა, ისეთ ადგილას დაჭრიდა, საქორწილო ღამე რომ გაეფუჭებინა მოწინააღმდეგისთვის – საფრანგეთში ბოლო დუელი 54 წლის წინ მოხდა

დაპირდა, ისეთ ადგილას დაჭრიდა, საქორწილო ღამე რომ გაეფუჭებინა მოწინააღმდეგისთვის – საფრანგეთში ბოლო დუელი 54 წლის წინ მოხდა

სიტყვა „დუელის“ გაგონებაზე ალბათ XVIII-XIX საუკუნე და სიყვარულით ანთებული მუშკეტერების შერკინება გახსნდებათ და ფიქრობთ, რომ ის იმ დროში დარჩა… ძალიან ცდებით.

 

უკანასკნელი დუელი საფრანგეთში ახლახან, სულ რაღაც 50 წლის წინ შედგა და ისიც – პოლიტიკურ ნიადაგზე – 1967 წლის 21 აპრილს.

 

ნიუ-სურ-სენის სასახლის პარკში, ერთმანეთს მარსელის მერი, სოციალისტი გასტონ დეფერი და რენე რებერი შეხვდნენ.

 

იმ დროს, როდესაც ვიეტნამის ომი მძვინვარებდა, როკ-ენ-როლმა მსოფლიო დაიპყრო და ადამიანები კოსმოსში დაფრინავდნენ, ორმა ფრანგმა თავისი უთანხმოების მოგვარება ძველი მეთოდით სცადა.

 

ეროვნული კრების დროს დეფერმა რებერს დაუყვირა: „ხმა ჩაიწყვიტე, იდიოტო!“, ბოდიშის მოხდა კი არ ინება, რის შედეგადაც რებერმა ის რაპირებით დუელში გამოიწვია.

 

 

შეხვედრას ხელმძღვანელობდა ჟან დე ლიპკოვსკინი, რომელიც მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეების სახელმწიფო მდივანი გახლდათ. დუელის მეორე დღეს რიბერს ქორწილი ჰქონდა დანიშნული. რეფერი დაპირდა, რომ ისეთ ადგილას მიაყენებდა ჭრილობას, საქორწილო ღამე რომ გაეფუჭებინა მოწინააღმდეგისთვის. მან რებერი ჯერ მკლავში დაჭრა, მაგრამ რებერმა ორთაბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა როდესაც ის რეფერმა მეორედ დაჭრა, ჟანმა დუელი შეაჩერა.

 

მოგვიანებით, ფრანცუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს დეფერი შინაგან სამეთა მინისტრად მუშაობდა და 1986 წელს, 75 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, რიბერი კი 76 წლისა. ეს ორი ადამიანი საფრანგეთის ისტორაში შევიდა როგორც უკანასკნელი დუელანტები.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X