14:10 | 2020-07-26 ავტორი: Prime Time

„დანით 20-ჯერ დაჩეხეს, დანაწევრება უნდოდათ, ცელოფნები ჰქონდათ“- 30 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა

„დანით 20-ჯერ დაჩეხეს, დანაწევრება უნდოდათ, ცელოფნები ჰქონდათ“- 30 წლის ქალის სასტიკი მკვლელობა

ქუთაისში, მოკლული 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის დედა თამილა ჩეჩელაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში სასტიკი მკვლელობის შესახებ ჰყვება.

 

გარდაცვლილის მშობელი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქალს დანით 20-ზე მეტი ჭრილობა, 45 წლის ქალმა მიაყენა.

 

„უკან აქვს ჩარტყმული დანა ორჯერ ბეჭთან, მერე შემობრუნდა და წინ სულ დაჩეხილია. ხელები სულ დასერილი აქვს. იმ დროს ის ქალი შეიძლება მარტო იყო, მერე მივიდა გაგა გვანცელაძე, მისი ქმარი. მერე ჩამოიყვანეს, ხელები დაიბანეს, სისხლი მოიშორეს. 15-10 წუთის შემდეგ მომზადებული აქვთ ცელოფნები, რომ დაენაწევრებინათ და გამოეტანათ გვამი.

 

„მეორე სამსახურს ეძებდა, თავს რატომ მოიკლავდა?!“ - ბაჩალიაშვილის დედა
2020-07-26„მეორე სამსახურს ეძებდა, თავს რატომ მოიკლავდა?!“ - ბაჩალიაშვილის დედა
მე გავბანე ჩემი შვილი, ჩემი ხელით, ერთ მხარეს ყელი აქვს გამოჭრილი“,-აცხადებს მოკლული ქალის დედა.

 

30 წლის გოგოს მშობელი მკვლელობის შესაძლო მოტივს, როგორც ეჭვიანობას, გამორიცხავს.

 

„დაკავებული ქალი ამბობს, რომ ვითომ ჩემი ქმარი მის სიყვარულში გამომიტყდაო, სად 45-50 წლის კაცი და სად 30 წლის გოგო. აბსურდია ამას ვერაფრით ვერ დავიჯერებ,”- აცხადებს თამილა ჩეჩელაშვილი.

 

მოკლული ელისო ჩეჩელაშვილის დედა ბრალდებულის ქმრის დაპატიმრებასაც ითხოვს, რადგან მას განმეორებითი დანაშაულისა და შურისძიების ეშინია.

 

„აუცილებლად უნდა დაიჭირონ, მეც მეშინია. ახლა რომ გაიგებს რომ ვჩივივარ და ამ საქმეს არ დავთმობ, პატარა ბავშვი მყავს და ამაზეც არ გამამწაროს, დანა არ ჩამარტყას..“– განაცხადა „ფორმულასთან“ მოკლულის დედამ.

 

30 წლის ელისო ჩეჩელაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალია დაკავებული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთან მეგობრობდა.

 

ავტორი: Prime Time

X