17:27 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

დანებითა და სახრახნისებით შეიარაღებული ბაბუინები ადამიანებს თავს დაესხნენ

დანებითა და სახრახნისებით შეიარაღებული ბაბუინები ადამიანებს თავს დაესხნენ

ბრიტანეთში, სფარი-პარკის ტერიტორიაზე და სახრახნისებით შეიარაღებული ბაბუინების ჯოგი მანქანაში მსხდომ ადამიანებს თავს დაესხა.

 

საფარი-პარკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს ბაბუინების ადამიანებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ბაბუინებმა მანქანას მოხსნეს სარკეები და სანომრე ნიშანი.

 

„შეიარაღებული ბაბუინები ქალაქის ლეგენდად იქცნენ, ვფიქრობთ, მოქალაქეების მხრიდან ამ თავდასხმების „გაბუქება“ ხდება. ისინი ამ ისტორიების გამრავალფეროვნების მიზნით თავდასხმის ისტორიაში ახალ დეტალებს იგონებენ“, – აცხადებენ საფარი-პარკის თანამშრომლები.

 

რაც შეეხება დანებს, როგორც ჩანს, ეს ნივთები ბაბუნებმა ხელოსნებს მოპარეს, რომლებიც მათ ვოლიერებში შედიან.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X