16:05 | 2020-07-30 ავტორი: თამარ გონგაძე

დამსვენებელს პლაჟზე ცარიელი შეზლონგები სჭარბობს

დამსვენებელს პლაჟზე ცარიელი შეზლონგები სჭარბობს

ბათუმის პლაჟებზე უჩვეულო სიხალვათეა. პოსტპანდემიური ზაფხულის გატარება, წელს დამსვენებელმა, ზღვის სანაპიროზე არ გადაწყვიტა.

 

ივლისის თვეში, როგორც წესი, მთავარ საზღვაო ქალაქს, ბევრი დამსვენებელი სტუმრობს ხოლმე. ამ დროს სამ რიგად ნახავთ პლაჟზე მოფენილ ქართველსა თუ უცხოელს. გადავსებულია ზღვისპირა კაფე-ბარები. წელს კი სულ სხვა სურათია. რაოდენობრივად ნაკლებ დამსვენებელს რესტორნებსა და პლაჟებზე შეამჩნევთ.

 

დაცარიელებული კაფეების ფოტოები “პრაიმტაიმის” ობიექტივში ერთი კვირის წინ მოხვდა. ამჯერად კოლაჟს პლაჟიდან გთავაზობთ. “პრაიმტაიმი” შეზლონგების თემით დაინტერესდა. როგორც წესი, პანდემიის პირობებში, ყოველი მოხმარების შემდეგ, ქოლგები და შეზლონგები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს.

 

No description available.

 

შეზლონგების გამქირავებლები სხვადასხვა ადგილას გამოვკითხეთ. პლაჟის საწოლის ფასი 3-5 ლარია, არის ადგილები, სადაც ქოლგიან შეზლონგს 30 ლარსაც დაგიფასებენ.

 

– რამდენად აქირავებთ შეზლონგებს?

 

– 5 ლარად. ქოლგა 3 ლარი ღირს.

 

რითი წმენდთ და როდის?

 

– ხსნარებით დილაობით და ყოველი მოხმარების შემდეგ.

 

ლეიბებიან შეზლოგებს როგორ წმენდთ?

 

– სადეზინფექციო ხსნარებს ვასხამთ. აქვე გვაქვს ყველაფერი მომარაგებული და რეგულაციებს ვიცავთ.

 

No description available.

 

დამსვენებელი ზაფხულის ამ მონაკვეთისთვის როგორია?

 

– განახევრებული. ამ დროს აქ ადგილს ვერ ნახავდით, ვერც ზღვასთან და ვერც ზემოთ პლაჟზე.

 

დამსვენებლის უმეტესობა შეზლონგებს არ ქირაობს. ეს უნდობლობით არის გამოწვეული თუ ფულის დაზოგვით, ფაქტია, პლაჟზე დამსვენებელს ცარიელი შეზლონგები სჭარბობს.

 

რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდება ტაძარში. ეს ფოტო ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვაზეა გადაღებული. როგორც ხედავთ, მრევლი დისტანციის დაცვის გარეშე ესწრება წირვას.

 

No description available.

 

სამარშრუტო ტაქსებში ასულს თვალში იქვე, წინა სავარძლის საზურგეზე “მისკოჩილი” სადეზინფექციო ხსნარის ფლაკონი მოგხვდებათ. მოხმარებით არავინ ხმარობს, ბუტაფორიის ფუნქცია აქვს. პირბადით კი, მძღოლსაც და მგზავრსაც, ყბები აქვთ აკრული, ნიღაბი წესისამებრ არავის უკეთია.

 

მოკლედ, რომ არა მცირე რაოდენობის დამსვენებელი, ვერ იტყვით, რომ პოსტპანდემიური სიტუაციაა და კორონავირუსი ისევ ისე ცხოვრობს ჩვენთან ერთად, როგორც ორი თვის წინ…

 

No description available.

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X