17:39 | 2020-04-10 ავტორი: ნინი ტაველიძე

დამშვიდობება CoVid-19-ით ინფიცირებულ მამასთან ვიდეო ზარით – ინტენსიური განყოფილების ბრიტანელი ექიმის ემოციური ვიდეო

დამშვიდობება CoVid-19-ით ინფიცირებულ მამასთან ვიდეო ზარით – ინტენსიური განყოფილების ბრიტანელი ექიმის ემოციური ვიდეო

 

ინტენსიური განყოფილების ექიმი სებასტიან იუენი მამას, რომელიც ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, ვიდეო ზარით დაემშვიდობა. ამის შესახებ ინფორმაციას mirror ავრცელებს.

 

71 წლის ალექს იუენი სასუნთქ აპარატზე იყო შეერჩებული. სანამ ალექსს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანდნენ მან ოჯახს უთხრა – „არ მინდა მარტოობაში სიკვდილი“.

 

 

 

როდესაც ოჯახი ალექსს ელაპარაკა, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს საუბარი უკანასკნელი აღმოჩნდებოდა.

 

„ჩვენ ვიცოდით, რომ მისი მდგომარეობა უარესდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვერეკა. ჩვენ ვილაპარაკეთ, ვიცინეთ.

 

ყველა სიყვარულის გამოვლენას ცდილობდა. მაქსიმალურად ვაგრძნობინებდით როგორ გვიყვარდა ერთმანეთი.

 

ამ ყველაფერმა მას აგრძნობინა, რომ მარტო არ იყო, ჩვენ ყველანი მის გვერდით ვიყავით. ეს მომენტი ყოველთვის მემახსოვრება“,- უთხრა ITV News-ს ალექსის შვილმა.

 

ალექს იუენი „St George’s Hospital“-ში, სამხრეთ ლონდონი, 30 მარტს დაიღუპა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X