19:05 | 2020-09-15 ავტორი: რუსა ღვანიძე

„დამშვიდდით!… არაა ცუდი, ახლა რომ იფეთქა“ – ეკა ანდრონიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

„დამშვიდდით!… არაა ცუდი, ახლა რომ იფეთქა“ – ეკა ანდრონიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი, სოციალურ ქსელში ახალი კორონავირუსისგან შექმნილ პრობლემებს ეხმიანება და საზოგადოებას რჩევით მიმართავს:
1. ვირუსი დასუსტებულია და ლეტალობა კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე იყო!
2. მსოფლიო ექიმები, მათ შორის ჩვენიც, ადასტურებენ, რომ უსიმპტომო დავირუსებული გადამდები არაა, სიმპტომების გამოვლენამდე.
3. პიკი, სასურველია სეზონური გრიპების დაწყებამდე მოვითავოთ, თუ მოვასწრებთ, ამიტომ არაა ცუდი, ახლა რომ იფეთქა.
4. მეტი ტესტი კეთდება, სათანადოდ, მეტი დასტურდება. უმეტესობა უსიმპტომოა.
5. კარანტინის დრო, შემცირდა 8 დღემდე!
ამიტომ დამშვიდდით, აიმაღლეთ იმუნიტეტი, მაქსიმალურად დადებითი ემოციები მიიღეთ, ტვ-ს ნაკლებად უსმინეთ და რამე სასარგებლოთი დაკავდით! – ასეთია ჩემი გულწრფელი რჩევა,“ – წერს ანდრონიკაშვილი.
ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X