fbpx
15:05 | 2020-02-20 ავტორი: Prime Time

დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – პრემიერი მერაბიშვილზე

დამხობის მცდელობები აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – პრემიერი მერაბიშვილზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დამხობის მცდელობები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდეც ჰქონდა და არაფერი გამოუვიდა. არც აწი გამოუვათ“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

 

გახარიამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და მათ მომავალზე უნდა იფიქრონ.

 

„ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობის კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. „გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X