13:25 | 2021-10-16 ავტორი:

„დამენგრა ცხოვრება თავზე, უბედნიერესი კაცი ვიყავი…ერთი ბიჭი დამრჩა, რაც ცხოვრების სტიმულს მაძლევს“ – რამაზ დავლაძე

„დამენგრა ცხოვრება თავზე, უბედნიერესი კაცი ვიყავი…ერთი ბიჭი დამრჩა, რაც ცხოვრების სტიმულს მაძლევს“ – რამაზ დავლაძე

“დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი”,- ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ჟურნალისტებთან რამაზ დავლაძე იხსენებს, რომელმაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა.

 

მის თქმით, ახლა ცხოვრების სტიმულს ერთადერთი დარჩენილი შვილი აძლევს.

 

“რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერთი ბიჭი დამრჩა და ეგაა, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის.

 

ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთ თქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში.

 

ტრაგედიის დღეს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, დილით გავიღვიძე, გამოვედი, ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჩააცვა და ბაღში წაიყვანა, რომ მოვიდა მე გავედი სახლიდან ჩემს საქმეზე, დაახლოებით ეს 10 საათზე მოხდა, თუმცა 12 საათზე მირეკავენ ასეთი ამბავიაო,”- აცხადებს რამაზ დავლაძე.

 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ტრაგედიას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი:

X