
“გთხოვთ ჟურნალისტებსაც და გამოძიებსაც, რომ კონსესუსამდე მიდით და დამეხმარეთ, რომ არ ამომხდეს სული ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე” – ეს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა.
“არ ვიცი რა ვიფიქრო, განადგურებული და ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა ჩემი კაფანდარა და უწყინარი გოგო უღვთოდ მოეკლათ?
მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, ჩემს თამუნას უყვარდა სიცოცხლე, ოცნებობდა, ამბიციური ბავშვი იყო, დიდი მიზნები ჰქონდა. მეუბნებოდა “ამაზონიდან” მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო. რატომ მოიკლავდა თავს ჩემი შვილი?! გთხოვთ ჟურნალისტებსაც და გამოძიებსაც, რომ კონსესუსამდე მიდით და დამეხმარეთ, რომ არ ამომხდეს სული ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე” – აღნიშნა თამაზაშვილმა.
გარდაცვლილი გოგონას დედა არ გამორიცხავს, რომ მისმა შვილმა საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა.
“არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში მოხდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი და დაუოკებელი იყო, ვფიქრობ ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე, რომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. მე გუშინ ისიც წავიკითხე, რომ საფრანგეთში ვიღაც ლექტორისგან ჰქონდა შეთავაზება, რომელიც თამუნას ბინით უზრუნველყოფასა და სწავლის საფასურის გადახდას სთავაზობდა, ოღონდ იქ დარჩენილიყო, როგორც პერსპექტიული სტუდენტი, მაგრამ თამუნამ ამაზე უარი განაცხადა.
ვფიქრობ, რაღაცის შიშის გამო. იმდენად უნდოდა ევროპაში სწავლა, რომ ამაზე უარი არ თქვა. ის რაღაც ტერორის ქვეშ იყო და ამიტომ თქვა უარი, არ ვუკავშირებ ამას არც სამსახურს… კიდევ ერთხელ ვამბობ, ისე არ მინდა მოვკვდე რომ არ გავიგო რას შეეწირა ჩემი შვილი” – განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.