fbpx
11:40 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

დამატებითი ცნობები დღეს გარდაცვლილი 11 პაციენტის შესახებ რეგიონების მიხედვით

დამატებითი ცნობები დღეს გარდაცვლილი 11 პაციენტის შესახებ რეგიონების მიხედვით

საქართველოში დღეს გარდაცვლილი 11 პაციენტი, სხვადასხვა რეგიონში მკურნალობდა, მათგან სამი – ბათუმში.

 

ერთი 63 წლის მამაკაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. დიაგნოზით კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი.

 

ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს - დავით გადელია
2020-10-15ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ 19-ს - დავით გადელია

 

ბათუმში მეორე გარდაცვლილი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული. დიაგნოზი – კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.

 

ასევე, დღეს სტატისტიკაში ასახულ გარდაცვლილებს მიეკუთვნება 41 წლის ქალი, რომელიც გუშინ ბათუმში კოვიდ სასტუმროში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია.

 

ამასთან, დღეს 11 პაციენტიდან 5 თბილისში, 2 იმერეთში, ხოლო ერთი გორში გარდაიცვალა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 11. 

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X