fbpx
16:14 | 2020-09-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა! – იზღუდება სტუმრების რაოდენობაც

დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა! – იზღუდება სტუმრების რაოდენობაც

დახურულ სივრცეში, ერთი ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებელია მხოლოდ 10 კაცის შეკრება.

 

4 ცვლილება! - შეზღუდვები, რომელიც გიორგი გახარიამ გამოაცხადა
2020-09-074 ცვლილება! - შეზღუდვები, რომელიც გიორგი გახარიამ გამოაცხადა

 

თუმცა, ერთ მაგიდაზე მაქსიმუმ 6 ადამიანი უნდა ისხდეს. ღია სივრცეში, ერთ მაგიდაზე 12 ადამიანს შეეძლება განთავსება. ღია სივრცეში, ქორწილის ან ქელეხის გამართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 200 კაცის განთავსება.

 

მონიტორინგი მკაცრდება, რაშიც ჩაერთვება შსს და მოხდება ობიექტების შემოწმება.

 

იმ შემთხვევაში თუ ობიექტი გეგმავს დღესასწაულს, რომელიც აღნიშნულ რეგულაციებს არ ექვემდებარება, შესაბამისი უწყებისგან გაფრთხილდება, გამართვის შემთხვევაში კი დაჯარიმდება.

 

განმეორებითი შემთხვევის დროს სისხლის სამართლებრივ დევნა დაიწყება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X