00:59 | 2021-10-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დახურეთ ფანჯრები და ნუ გახვალთ გარეთ სპეციალური პირბადის გარეშე“ – ინფორმაცია დაბინძურებულ ჰაერზე 

„დახურეთ ფანჯრები და ნუ გახვალთ გარეთ სპეციალური პირბადის გარეშე“ – ინფორმაცია დაბინძურებულ ჰაერზე 

ფეისბუკ-გვერდზე „ჩემი ქალაქი მკლავს“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დედაქალაქში ჰაერი საგანგაშოდ დაბინძურებულია. გვერდის ადმინისტრაცია ასევე განმარტავს, რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი მოსახლეობას.

 

„თბილისში დღეს ჰაერი დაბინძურებულია, რას იწვევს დაბინძურებული ჰაერი რასაც თქვენ სუნთქავთ? PM მტვრის მყარი ნაწილაკები – თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე. დახურეთ ფანჯრები და ნუ გახვალთ გარეთ სპეციალური პირბადის გარეშე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აღნიშნული ფაქტი გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადავამოწმეთ. სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში 12 ოქტომბრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება.

 

​კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

 

აქვე ნახეთ: „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X