22:32 | 2021-10-13 ავტორი:

დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი – მიხეილ სააკაშვილი

დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი – მიხეილ სააკაშვილი

“დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტა, თავი აარიდა ქვეყანაში ხმაურიან შემოსვლას, რადგან ამ სცენარში ადამიანების დახოცვა მარტივი წარმოსადგენი იყო, რასაც აუცილებლად “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალებდნენ.

 

“იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში მარტივი წარმოსადგენია გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში, დიახ მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი ამ მიტოვებულ დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემ ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თქმით, დაკავებამდე რამდენიმე ადგილის ნახვა მოასწრო, მათ შორის რიკოთის გვირაბთან ლობიანის დაგემოვნებაც მოასწრო.

 

“ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვიდნენ, იმიტომ, რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას სადაც ვიდეოებს ვიღებდი.

 

ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან” საუბარში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X