19:56 | 2021-07-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სექტემბერში – რა განმარტება კეთდება მთავრობაში

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სექტემბერში – რა განმარტება კეთდება მთავრობაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სექტემბრიდან სკოლების გახსნის შესახებ საბრობს.

 

კითხვაზე, მოუწევთ თუ არა ბავშებს სექტმებრიდან სწავლის დაწყება ონლაინ, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ ეს მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესზე იქნება დამოკიდბული, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოს შექმნიან ბავშებისთვის.

 

„ვფიქრობ რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებაში, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო.

 

განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებისთვის,”- განაცხადა “დღის კურიერში” თამარ გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

 

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!“ – ანუკი არეშიძე კახის მხარდასაჭერად, გაიხსენეთ როგორ იცავდა მეუღლეს კრიტიკოსებს

ავტორი: თეონა ყაჭიური

X