12:10 | 2020-06-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დაიცავით მოწმეების უსაფრთხოება! – ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის მთავარი მოწმე

დაიცავით მოწმეების უსაფრთხოება! – ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის მთავარი მოწმე

ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის მთავარი მოწმე, თამარ თორაძე საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს მიმართავს.

 

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში საფრთხე დაემუქრა ყველა იმ მოწმეს, რომლებმაც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 24 მარტს შევიტანე საჩივარი საქართველოს პროკურატურაში, 1992 წლის 3 მარტს მომხდარი საზარელი მკვლელობის გამოძიების განახლების მოთხოვნით.

 

შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 3 მარტს ვერელი საძმოს მიერ განხორცილდა ჩემი ოჯახის გენოციდი, რომლის დროსაც საშინელი სისასტიკით დახვრიტეს ჩემი მშობლები და სამი ძმა.

 

ჩემი ორი ძმა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ჩემს თვალწინ დახვრიტეს და საკონტროლო ტყვიები დაახალეს გიორგი (ჟორიკა)რურუამ და გიორგი რამიშვილმა (ზარალა).

 

 

ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე
2020-06-08ქმნის ახალ პარტიას თუ მიდის პოლიტიკიდან?! - ნარჩემაშვილი სამომავლო გეგმებზე

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მედია საშუალებით – ალტ-ინფო, ღიად ვამხილე ის ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ჩემს მიმართ განხორცილდა მუქარა და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

 

ვინაიდან მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღნიშნული მუქარის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი უწყებები, რის საფუძველზეც მათ უზრუნველყვეს ჩემი უსაფრთხოება.

 

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მსგავსი საფრთხე დაემუქრა საქართველოში ყველა იმ მოწმეს, რომელებმაც გამოთქვეს მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ამიტომ, მე მოგმართავთ თხოვნით თქვენ, სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოთ ჩემი მოწმეების უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +