12:21 | 2021-07-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

გუშინ აფთიაქებში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, უამრავი ადამიანია ფსიქოტროპულ პრეპარატზე დამოკიდებული, რაც საგანგაშოა და გამოსავალიც ბუნდოვანი.

 

⇒ “მთვრალი ტურისტები და გაბრაზებული ადგილობრივები” – რატომ არ მოსწონთ ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენება

 

„დაინგრა საქართველო, დღეს იმდენი ადამიანი დარჩა ფსიქოტროპულის გარეშე. აი კატასტროფაა, არ ვიცი რამდენი აფთიაქი დალუქეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა. რა უბედურება გვჭირს, მე არ ვიცი, რა ეშველება ამდენ ადამიანს, რომელიც ამ პრეპარატებზე არის დამოკიდებული! გამოსავალს ვერ ვხედავ! არ ვიცი, გამოსავალი არის. ერთი, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ დღის სინათლეზე, შევთავაზოთ დახამრება! მივცეთ საშუალება მოვიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში, ლეგალურად მიიღონ ეს პრეპარატები დროებით და მერე ვიზრუნოთ, როგორმე დახმარება რომ შევძლოთ. ჩავუნაცვლოთ რამით და გამოვაფხიზლოთ, სხვანაირად ვერ დავამრცხებთ ამ პრობლემას! სანამ იქნება მოთხოვნა, აუცულებლად გაჩნდება მოწოდება – ჯუნგლის კანონია. უნდა გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი რამენაირად!“, – წერს ნარკოლოგი სოციალურ ქსელში.

 

⇒ ახალი შემთხვევების რაოდენობა 3000-ს ისევ ბევრად აღემატება – ეპიდვითარება 28 ივლისს

 

ცნობისთვის, გუშინ, 27 ივლისს სპეცოპერაცია ჩატარდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ – 6 დიდ ქალაქში შემოწმდა 27 აფთიაქი, სადაც სუს-ის ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს დაუბრკოლებლად შეეძლო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების შეძენა.

 

 

ასევე ნახეთ: “ასე მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი…” – სალომე შარვაძე მეექვსე დღეა, კოვიდს ებრძვის

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X