11:22 | 2020-03-16 ავტორი: ლიზი მეტრეველი

დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია

დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია უარყოფს, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ჩეხეთის მოქალაქეების ინფიცირებასთან დაკავშირებით.

 

„ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ თემაზე: 

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია -  ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს
2020-03-16„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია - ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს

 

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რესტორნის განცხადებით 3 ჩეხი ტურისტი, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდათ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ორი უარყოფითი პასუხი! - გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა შესაძლოა დღეს დატოვოს
2020-03-16ორი უარყოფითი პასუხი! - გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა შესაძლოა დღეს დატოვოს
 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X