fbpx
00:54 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

დაინფიცირდნენ სასულიერო პირი, მასწავლებელი, პოლიციელი, ექთანი, ორსული ქალი – ეპიდვითარება კახეთში

დაინფიცირდნენ სასულიერო პირი, მასწავლებელი, პოლიციელი, ექთანი, ორსული ქალი – ეპიდვითარება კახეთში

სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ორსული ქალი დაინფიცირდა. რთულია კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ორსულის მდგომარეობა, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

 

ახალგაზრდა ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის კლასტერიდან არის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ახლა თბილისში გადაჰყავთ.

 

კორონავირუსით დაინფიცირდა ნეკრესის ეპარქიის ერთ- ერთი ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირიც. კოვიდ- 19 გამოვლინდა საარჩევნო კომისიებშიც.

 

ამ ვიდეოში ჩანს, რამდენად შორს შეუძლია კოვიდნაწილაკებს გადაადგილება
2020-10-27ამ ვიდეოში ჩანს, რამდენად შორს შეუძლია კოვიდნაწილაკებს გადაადგილება

 

კორონავირუსი დაუდასტურდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 

კოვიდ-19 აღმოაჩნდა ყვარლის საავადმყოფოს რეანიმაციის ექთანსაც. გაიზარდა კოვიდინფიცირებული პედაგოგების რაოდენობაც.

 

ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თვითიზოლაციაში მყოფ პედაგოგსა და თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელს.

 

კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა გურჯაანის მერიას დაქვემდებარებულ დასუფთავების სამსახურში.

 

კოვიდ-19 დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ორ თანამშრომელს.

 

კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა კახეთის რეგიონის სამართალდამცავ სტრუქტურაში.

 

ეპიდემიოლოგებმა ყველა ინფიცირებულის კონტაქტი მოიძიეს. მათი რაოდენობა 89 -ს შეადგენს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X