11:06 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით დედა დაეჯახა – ქალი შოკურ მდგომარეობაშია

დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით დედა დაეჯახა – ქალი შოკურ მდგომარეობაშია

ზუგდიდში დაიღუპა 6 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანით შემთხვევით დედა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.

 

იგი ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს გამთენიისას დაიღუპა.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები