fbpx
14:25 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

დაიბადე, ითმინე, ითმინე და მოკვდი – რას წერდა 32 წლის ქალი, რომელიც ქმარმა დანით დაჩეხა

დაიბადე, ითმინე, ითმინე და მოკვდი – რას წერდა 32 წლის ქალი, რომელიც ქმარმა დანით დაჩეხა

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

 

მას სახესა და სხეულის სხვა ადგილებში დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიღებული.

 

გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს საკუთარმა მეუღლემ გამოსალმა. მას სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

სოციალურ ქსელში თამთა ჯანჯღავა ხშირად წერდა და აზიარებდა ფრაზებს, რომელიც შესაძლოა მეუღლის მხრიდან ძალადობას უკავშირდებოდეს.

 

უმცროსი შვილი 10 თვის მყავს და დღე-დღეზე ტყუპს გავაჩენ - ძალადობის მსხვეპლ ქალს წართმეულ შვილებს უბრუნებენ
2020-07-21უმცროსი შვილი 10 თვის მყავს და დღე-დღეზე ტყუპს გავაჩენ - ძალადობის მსხვეპლ ქალს წართმეულ შვილებს უბრუნებენ

 

„დაიბადე, ითმინე, ითმინე, ითმინე, ითმინე და მოკვდი“.

 

„ყველა მაშინ იწყებს შენზე ზრუნვას, როცა ძალიან გვიანია“.

 

ამ და მსგავს ფრაზებს ვკითხლობთ თამთა ჯანჯღავას „ფეისბუქ“ გვერდზე.

 

გარდაცვლილის მეუღლე ზუგდიდელი, ირაკლი შურღაიაა.

 

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.


„ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობს.იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ კარები შეამტვრია ბინის და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ქონია დაზიანებები მიღენებული სახის არეში,”- განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.

 


ქმარი ირაკლი შურღაია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გარდაცვლილს ორი შვილი და მამა დარჩა ძველ სენაკში.

 

თამთა ჯანჯღავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X