20:47 | 2020-03-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაგვეხმარეთ, სანამ მართლა დავინფიცირდით! – ნეაპოლში მცხოვრები ქართველები დახმარებას ითხოვენ

დაგვეხმარეთ, სანამ მართლა დავინფიცირდით! – ნეაპოლში მცხოვრები ქართველები დახმარებას ითხოვენ

„პრაიმტაიმს“ ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა და უამბო იმ გაუსაძლის ვითარებაზე, რაშიც დანარჩენ ქართველებთან ერთად იმყოფება.

 

ნათია სილაგაძე მთავრობას სპეცრეისის დანიშვნას და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვს.

 

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარ უმუშევარი. ბინაში, სადაც ვცხოვრობ, 11 გოგო ვართ, უმუშევრები. ამ ქალაქში ნაკლებად მოქმედებს კანონი, მოწოდება და აკრძალვა. ამ 11 ადამიანიდან 7-ს არ ჰყოფნის თვითშეგნება იმის შესახებ, რომ გაუფრთხილდნენ თავსაც და სხვასაც.

 

დაგვეხმარეთ ხალხო, იქნებ დაგვეხმაროს მთავრობა, დაუშვან სპეციალური რეისი, სანამ მართლა დავინფიცირდით ასეთი დიდი რისკების ფონზე. გავივლით კარანტინს, ყველა ზომას მივიღებთ, აღარ ვარსებობთ, ამოვწურეთ ის მინიმუმი რაც გვქონდა. ახლა აზრი არ აქვს დავინფიცირდები, თუ ამ შედეგებამდე მისული მოვკვდებით.

 

როგორც ემიგრანტი ამბობს, სხვა ქალაქებთან შედარებით, ნეაპოლში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ზომები არ არის მიღებული.

 

„ქალაქში სრული ქაოსია, არ არის ისეთი შეზღუდვა, როგორც დანარჩენ იტალიაში. აქ მაღაზიაშიც შეიძლება და ჩვეულებრივად ქალაქშიც. არის ერთეული შემთხვევები, როცა ეკითხებიან, თუ სად მიდიხარ, მაგრამ, როგორც ასეთი შეზღუდვები არ არის. ამიტომაა რისკი გაცილებით მეტი, ვიდრე სხვაგან“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ქართველმა ემიგრანტმა.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 15,113 შემთხვევაა დაფიქსირებული,

გარდაცვლილთა რიცხვი 1,016-ია, ხოლო გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 1,258-ს აღწევს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები