fbpx
21:01 | 2020-11-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დაგეგმილი აქციები თავისი რიგით და რიხით გაგრძელდება – უგულავა

დაგეგმილი აქციები თავისი რიგით და რიხით გაგრძელდება – უგულავა

„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩვენების პრაქტიკა. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება უნდა იყოს რეალურად არჩეული ამიტომ დაგეგმილი აქციები თავისი რიგით და რიხით გაგრძელდება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

უგულავამ მოსახლეობას ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„ხვალ შაბათს 3 საათზე, მინდა მოვუწოდო ყველას მოდით პარლამენტის წინ. უნდა ვიყოთ ბევრნი, რაც შეიძლება ბევრნი. იმიტომ, რომ პროცესი დაიძრა, თქვენი მონაწილეობით, თქვენი ზეწოლით რეჟიმმა უკან დაიხია და ჩვენ ამის სადემონსტრაციოდ კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ პროცესები წავიდეს აბსოლუტურად მშვიდობიანად და ხალხის გამარჯვებისკენ.

 

რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩვენების პრაქტიკა. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლება უნდა იყოს რეალურად არჩეული და შეკითხვები ამასთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს.

 

ამიტომ დაგეგმილი აქციები თავისი რიგით და რიხით გაგრძელდება. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, მოლაპარაკებებს თავისი დღის წესრიგი აქვს. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად იყო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ხვალინდელი აქცია იქნება მასშტაბური, დიდი აქცია – ზაალ უდუმაშვილი 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X