14:43 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

დაეშვას სახელმწიფო დროშები და აღარ აღიმართოს, სანამ ამ უბედურებას არ დავაღწევთ თავს – ხუხაშვილი გლოვის დღეების გამოცხადებას ითხოვს

დაეშვას სახელმწიფო დროშები და აღარ აღიმართოს, სანამ ამ უბედურებას არ დავაღწევთ თავს – ხუხაშვილი გლოვის დღეების გამოცხადებას ითხოვს

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო, ქვეყანაში გლოვის დღეების გამოცხადებას ითხოვს, ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“მდგომარეობა ისეთია, უნდა გამოცხადდეს გლოვის დღეები. დაეშვას სახელმწიფო დროშები და მანამდე აღარ აღიმართოს, სანამ ამ უბედურებას არ დავაღწევთ თავს.

 

იქნებ ასე მაინც მიხვდეს რამეს პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დანაშაულებრივად მოქმედი, ან დანაშაულებრივად უმოქმედოა…”,- წერს ხუხაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ავტორი: Prime Time

X