00:48 | 2020-05-23 ავტორი: Prime Time

დაელოდა, ვიდრე სამსახურიდან დაბრუნდებოდა – მსახიობმა ცოლს 4 წლის ქალიშვილის თვალწინ ესროლა

დაელოდა, ვიდრე სამსახურიდან დაბრუნდებოდა – მსახიობმა ცოლს 4 წლის ქალიშვილის თვალწინ ესროლა

ოდესღაც ამერიკელი მსახიობი ჰეიგენ მილსი და მისი შეყვარებული ერიკა პრაისი ბედნიერი, მომღიმარი წყვილი იყო. ისინი მუდამ იღიმოდნენ გადაღებებზე.

 

მათ შეხვედრები 2012 წლიდან დაიწყეს. 4 წელიწადში კი გოგონა შეეძინათ. ოჯახი კენტუკიში ცხოვრობდა, სადაც გოგო მედდად მუშაობდა, ბიჭი კი პერიოდულად ჰოლივუდში მიემგზავრებოდა გადაღებებზე.

 

როდის დაიწყო მათ შორის უთანხმოება, უცნობია, თუმცა მისი დასასრული ტრაგიკული აღმოჩნდა. 29 წლის მსახიობმა თავი მოიკლა, თუმცა მანამდე ერიკას მოკვლას შეეცადა.

 

ის მის სახლში დაბრუნებას დაელოდა. შინ მასთან თავისი ქალიშვილი და ერიკას დედა იყვნენ.

 

სახლში დაბრუნებულ ქალს ჯერ ხელში, შემდეგ კი გულში ესროლა. მერე თავიც მოიკლა.

 

ერიკას დედა და 4 წლის ქალიშვილი არ დაშავებულან. თავად დაჭრილი ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, თუმცა, მარტო ხელა დედას მკურნალობა დიდხანს მოუწევს.

 

ჰეიტენ მილსი მანამდეც შემჩნეული იყო მუქარასა და თავდასხმებში.

 

30 მარტს ის დააკავეს კიდეც, თუმცა 6 მაისს გირაოთი გაათავისუფლეს.

 

 

წყარო: Daily Mail

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X