15:50 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

მარტოხელა დედამ შვილისთვის კომპიუტერის საყიდლად სასაფლაოების დალაგება დაიწყო

მარტოხელა დედამ შვილისთვის კომპიუტერის საყიდლად სასაფლაოების დალაგება დაიწყო

„ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მარტოხელა დედა სტუდენტი შვილისთვის კომპიუტერის საყიდლად ფულს აგროვებს და ამ მიზნით სასაფლაოებს ალაგებს.

 

ნანა ბაგალიშვილი საზოგადოებას სთავაზობს, სტუდენტისთვის კომპიუტერი აგროვებული ფულით შეიძინონ. ის აქვეყნებს ანგარიშის ნომერსაც. სტუდენტს კომპიუტერი იმისთვის სჭირდება, რომ ონლაინლექციებს დაესწროს…

 

„- მომაძებნინეთ ვის უნდა სააღდგომოდ სასაფლაოების გასუფთავება, 10 ლარად გავუწმენდო.

 

– რად გინდათ მეთქი?

 

შვილი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი მყავს, კარფურში მუშაობს, თავი ძლივს გააქვს, იმდენს ვერ აგროვებს, კომპიუტერი იყიდოს. რაც უნივერსიტეტები დაიკეტა, ლექციებს ვეღარ ესწრებაო.

 

– რამდენი გაქვს შეგროვილი-მეთქი?

 

– 80 ლარიო 😓

 

მარტოხელა დედაა, ეს შვილიც მარტომ გაზარდა, დამხმარე არავინ ჰყავს და ამ კორონამ რამდენს აურია ისედაც ძალიან მძიმე ცხოვრება 😢😢

 

Updated: მეგობრებო, ვესაუბრე, თავად შეარჩია ნორმალური მონაცემების კომპიუტერი.
1069 ლარს ვაგროვებთ Lenovo-ს კომპიუტერის საყიდლად.

ანგარიში არის ჩემი:

GE23TB7107045061600004
მიზნობრიობა – სტუდენტის კომპიუტერისთვის”.

ნანა ბაგალიშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები