fbpx
15:01 | 2020-09-27 ავტორი: Prime Time

დადიანის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული – დაჭრილია ირანის მოქალაქე

დადიანის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული – დაჭრილია ირანის მოქალაქე

ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრეს ირანის მოქალაქე, 35 წლამდე მამაკაცი.

 

მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს პირველადი დახმარება ადგილზე, სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ირანელი მამაკაცი იქვე ქირით ცხოვრობს. დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერმა კონფლიქტმა გამოიწვია.

 

ვინ არის საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი
2020-09-26ვინ არის საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X