17:21 | 2020-05-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დადიანების მუზეუმის ეზოს გაყიდულ ნაწილში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ღვინის მუზეუმს გახსნის

დადიანების მუზეუმის ეზოს გაყიდულ ნაწილში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ღვინის მუზეუმს გახსნის

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი 995 კვ.მ გაიყიდა.

 

რეკრეაციულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის ყოფილმა მესაკუთრემ, გია უბირიამ 995 კვ.მეტრი ტერიტორია შპს „ლაზეთი გრუპს” მიმდინარე წლის 20 მარტს მიჰყიდა.

 

მიწის მეპატრონე კომპანია ზუგდიდშია რეგისტრირებული.

 

მისი ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია.

 

პრაიმტაიმმა გაარკვია, თუ რის აშენებას გეგმავს ბიზნესმენი კვირკვია ნიკოსეული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

„აქ იქნება ღვინის სახლი, იგივე ღვინის მუზეუმი, თავისი სარდაფით,სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ყურძნის ენდემური ჯიშებისგან დაწურული ღვინოების დაგემოვნება და თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება”,- გვითხრა კვირკვიებთან დაახლოებულმა სანდო წყარომ.

 

„პრაიმტაიმის” ცნობით, აღნიშნულ ადგილას ღვინის სახლის პროექტის დეტალური პრეზენტაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩართულიბით თვენახევარში იგეგმება.

 

ჩვენთან საუბრისას კი, თავად მიწის ნაკვეთის მფლობელი მამუკა კვირკვია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

 

„ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა კომპანიის თანამფლობელმა. ახლა კი გაგაცნობთ დადიანების მიწის პრეისტორიას.

 

მიწის ნაკვეთი 995 კვ.მ. გია უბირიამდე, პოლიტიკური პარტია ენმ-ის წალენჯიხის ყოფილ მაჟორიტარის ლევან ქარდავას მფლობელობაში იყო.

 

მან აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს შეიძინა. და ამ მიწის შეძენაში მას სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაეხმარა.

 

ყოფილმა დეპუტატმა ტერიტორიის შესაძენად 135 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გადაიხადა.

 

ქარდავამ აღნიშნულ მიწაზე ინვესტიციის განხორციელება ვერ შეძლო. თავის მხრის დადიანების ისტორიუპ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დადიანების საკუთრებაში იყო და მფლობელობაში სასაცლეა უნდა დაბრუნებიდა.

 

ავტორი:თეა შონია

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X