18:56 | 2020-06-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები… ამოვიდა ყელში!” – რას გეგმავს კახა მამულაშვილი

“დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები… ამოვიდა ყელში!” – რას გეგმავს კახა მამულაშვილი

მუსიკალური პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის პროფკავშირების შექმნაზე საუბრობს, რომლის ჩამოყალიბების აუცილებლობას ამჟამინდელი მდგომარეობისა და რეგულაციების გამო ხედავს.

 

“მე მგონი დადგა დრო, შოუბიზნესმაც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროფკავშირები, რომ ყველა დროს, ყველა მთავრობა, გვიწევდეს ანგარიშს, სულ ბოლო ადგილას რომ ვართ ყურადღების ამბავში. იცოდნენ, რომ ძალიან ბევრნი ვართ პროდუსერები, მუსიკოსები, მსახიობები, მომღერლები… ამდენი წელი მოლოდინის რეჟიმი, ცოტა ყელში ამოვიდა. გაგვითვალისწინონ ამ რეგულაციებს რომ აწესებენ და არც გეკითხებიან. მესმის ყველაფერი, რაც ტრიალებს პანდემიის ირგვლივ, რა არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და რა – არა” – წერს კახა მამულაშვილი “ფეისბუქზე”.

 

ეტყობა გონიათ, რომ ჩვენ უდარდელი ცხოვრება გვაქვს - სტეფანე მღებრიშვილი
2020-05-19ეტყობა გონიათ, რომ ჩვენ უდარდელი ცხოვრება გვაქვს - სტეფანე მღებრიშვილი

 

“მამულიჩა” სამი დღის წინ ბათუმში იყო, შვილი და მისი მეგობრები ჩაიყვანა. როგორც ამბობს, სიტუაცია დაზვერა. ამბობს, რომ სიცოცხლე აჩქეფდა, გზებზე საცობები იყო…

 

კახა მამულაშვილი: – ქირავდება სახლები, ნომრები, ხალხი ამოძრავებულია. შიდა ტურიზმი იქნება წელს, ამის მოლოდინია. თბილისიდან ჩავლენ ზღვაზე დასასვენებლად. შიდა ტურიზმი თუ იმუშავებს, მხოლოდ ბინების გაქირავება ხომ არ იქნება? მომღერლებმაც უნდა იმუშაონ. ფესტივალები გაუქმებულია…

 

ველოდებით სარესტორნო რეგულაციებს, რას გადაწყვეტენ. ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე. კონდიცირების ჩართვა არ შეიძლება რესტორანშიო, კაი ბატონო! ღია სივრცეში ხალხის ცეკვა არ შეიძლებაო. ეს ვეღარ გავიგე! მაშინ, რა აზრი აქვს რესტორნის გახსნას? კაცი რომ დალევს და ცეკვა მოუნდება, ადგება საცეკვაოდ და ეტყვიან, იცი, რა ჯიგარო, არ შეიძლებაო, აი, რა უნდა უთხრა?!

 

„მომღერლები რომელ კატეგორიაში გავდივართ?“ - შოუბიზნესის განაწყენებული ვარსკვლავები 
2020-05-20„მომღერლები რომელ კატეგორიაში გავდივართ?“ - შოუბიზნესის განაწყენებული ვარსკვლავები 

 

მე მინდა პოზიტიურად ვიყო განწყობილი. თავისი დრო აქვს ყველაფერს. მივალთ ალბათ იქამდეც, რომ კონცერტები და სპექტაკლები აღდგება. სკამების ამოღებით, მაყურებლის რაოდენობა მცირდება. შემოსავალიც შემცირდება. ათასკაციან დარბაზში, ამ დისტანციით რომ გავთვალოთ, ორასი კაცი მოთავსდება.

 

შოუ-ბიზნესი სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არის. თუ სახელმწიფოს ფულს არ ვთხოვთ, იმის საშუალება მაინც მოგვცეს, რომ ჩვენ თვითონ გამოვიმუშაოთ ჩვენი თანხა. ომის დროს იყო მუხრუჭი, მაგრამ მერე რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ცხოვრება ისევ იწყება…

 

სამი თვეა ამდენი ადამიანია გაჩერებული – საცეკვაო ანსამბლები, მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, ინსტრუმენტალისტები, ბენდები, ორკესტრები, პროდიუსერები… ბევრი ხალხია და დიდი ძალაა, ბოდიში რაა… ველოდებით რეგულაციებს და იმის მიხედვით დავიწყებთ მოქმედებას.

 

2020-05-29"საშინლად გახდა, ფილტვებში სულ წყალი აქვს" - ზურა დოიჯაშვილს დიაგნოზი დაუსვეს

 

– რას აპირებთ?

 

– ბევრ ადამიანს ველაპარაკე, შევგროვდებით და შევქმნით ორგანიზაციას, რომელსაც წარმომადგენელი ეყოლება და სახელწიფო რეგულაციების განხილვაზე დასწრებას მოვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ხო არ ვართ საბიუჯეტო ორგანიზაცია, მაგრამ ადამიანები ხომ ვართ, არა? ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ.

 

პარლამენტში ჩვენზე უკეთ იციან, როგორმა რეგულაციამ შეიძლება იმუშაოს და როგორმა – არა? მეტროში და ავტობუსში თუ უშვებ ხალხს, ესე იგი დასაშვებია ხალხის ერთად ყოფნა. თავისი პერიოდები აქვს ყველაფერს, მესმის, მაგრამ ვაქცინის გამოგონებამდე ხომ ვერ გავჩერდებით? არც მგონია, რომ რამე ვაქცინას გამოიგონებენ. მთავარია იკურნება ეს დაავადება. აბა, ეს გამოჯანმრთელებული ადამიანები როგორ იკურნებიან? მოკლედ, ვნახოთ, რა როგორ განვითარდება…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები