17:07 | 2020-07-01 ავტორი: თამარ გონგაძე

„დაჩიპვით“ შეშინებულებს ნუცა შანშიაშვილი ამშვიდებს – „გამორიცხულია, რომ სულში ვინმემ ჩიპი ჩამიდგას“

„დაჩიპვით“ შეშინებულებს ნუცა შანშიაშვილი ამშვიდებს – „გამორიცხულია, რომ სულში ვინმემ ჩიპი ჩამიდგას“

ნუცა შანშიაშვილი, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, რომლითაც ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, მეგობრებს, თავის მოსაზრებებს უზიარებს.

 

ახლახან ნუცამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის საუბრობს ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხზე, ე.წ. დაჩიპვაზე.

 

გავრცელებული მოსაზრებით, დედამიწის მოსახლეობა, ზედმეტად ბევრ რესურსს მოიხმარს და მისი დაჩიპვა-გამოხშირვით, შვიდი მილიარდიდან მოსახლეობის ერთ მილიარდამდე დაყვანა სურთ. ამავე მოსაზრებით, ვაქცინით, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ შემოვა, მოხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის მოკვდინება.

 

რაც შეეხება შანშიაშვილის მოსაზრებას, ადამიანების მოსალოდნელ “დამონებაზე”, მომღერალი დედამიწელებს ამშვიდებს – სულის, ამ უკიდეგანო სუბსტანციის დაჩიპვა – შეუძლებელიაო.

 

ნუცა შანშიაშვილი: – ეს ხომ გამორიცხულია, რომ სულში ვინმემ ჩიპი ჩამიდგას. მე თუ სწორ სულიერ ტრანსფორმაციას არ მივაღწიე, რა მნიშვნელობა აქვს – 100 წელს ვიცხოვრებ თუ ნაკლებს?

 

იმნაძე ფიქრობს, რომ COVID 19-ის ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოფა
2020-06-08იმნაძე ფიქრობს, რომ COVID 19-ის ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოფა

 

ჩვენი პაწაწინა დედამიწა ბუნების კანონების ბადეშია, თანამედროვე ენით – შემქმნელის “ნეთვორქია”, ძველით კი, ეს პატარა სამყარო ღმერთის ენერგიაში იმყოფება. ეს ენერგია გაცისკროვნებულია, სიკეთით და სილამაზით არის სავსე.

 

ეს ენერგია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს მის მიერ შექმნილი დედამიწის განადგურებას. ჩვენ თუ მისი შესატყვისი არ ვიქნებით და ჩვენს ტვინში მთავარი ჩიპის გამოცვლას არ შევეცდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, გავნადგურდებით.

 

უზენაეს შემქმნელზე ძლიერი არავინ და არაფერი არ არსებობს. ეს დაიჯერეთ და გარე ბოროტი ძალითა და მატერიალური სისულელებით ნუ შეშინდებით.

 

ჩვენ თუ შევძლებთ ამ ენერგიას, უზენაესს დავეკონტაქტოთ, ჩვენს თავში მოვიგებთ ომს. კოვიდი იმის დასაწყისია, რა ომიც ჩვენ წინ გველოდება.

 

ეს ომი, ბევრს, ჩვენს მიღმა ჰგონია, რომ თითქოს მას ებრძვიან. არა! ჩვენს თავში იქნება ეს ორი უდიდესი ძალის ომი – სიკეთის და ბოროტების, სინათლის და სიბნელის. არჩევანი ჩვენზეა. შემქმნელმა მოგვცა ამის თავისუფლება.

 

ვინ არის ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარის ბერი მამა ნაუმი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს
2020-05-10ვინ არის ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძარის ბერი მამა ნაუმი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

 

ჩვენი კეთილდღეობა ჩვენს ხელთაა. ვიღაც იტყვის, მე საჭმლის ფული არ მაქვს, ცუდად ვარ და ეს რეებს ლაპარაკობსო? სცადეთ და თქვენში დაუკავშირდით ამ ენერგიას – ყოვლის შემქმნელს, რწმენაში, ლოცვაში, იმუშავეთ თქვენს თავზე.

 

შეხედავთ, როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო მატერიალური ყოფა. ეს რთული გზაა. არ იფიქროთ, რომ ეს მე გამომდის. არაფერიც არ გამომდის. ბევრ ცუდ რამეს ვფიქრობ ხოლმე, ხანდახან. ჩემს თავში არის შეუჩერებელი ბრძოლა, ნეგატივს ვებრძვი და ანულირებას ვუკეთებ. ჩემს გონებაში მიმდინარე ომში – სიკეთესა და ბოროტებას შორის, ჯერჯერობით, მხოლოდ სიკეთე იმარჯვებს. მჯერა, მომავალშიც გაიმარჯვებს.

 

და ტრანსფორმაციის გზაზე ქართველები პირველები ვიქნებით ჩვენს პატარა დედამიწაზე. ჩვენში სიყვარულია. გავხსნათ კარი და შემოვუშვათ სინათლე. ბედნიერი დღე ყველას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X