19:17 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ალექსანდრე ჭიკაიძე – შს ყოფილი მინისტრის განმარტება

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ალექსანდრე ჭიკაიძე – შს ყოფილი მინისტრის განმარტება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, პოლიტიკურად გააქტიურებასა და წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში რაიმე ფორმით მონაწილეობას არ აპირებს.

 

Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას
2020-06-03Exclusive: სად არის და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი ქობულიას

 

როგორც ჭიკაიძემ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, მას პოლიტიკაში წასვლის სურვილი არ აქვს.
„პოლიტიკასთან გაშორებული ვარ, არანაირი კავშირი არ გამაჩნია. ამ მოცემულ მომენტში პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ მაქვს“,- განაცხადა ჭიკაიძემ.

 

კითხვაზე, შედის თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სამომავლო გეგმებში პოლიტიკურად გააქტიურება? ჭიკაიძე გვპასუხობს:

 

„არანაირად, პოლიტიკაზე საერთოდ არ ვფიქრობ“,- განაცხადა ჭიკაიძემ.

 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა და „განსაკუთრებული არაფერი ხდება“.

 

ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +