20:11 | 2020-05-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაბა კაზრეთის სკოლის მოსწავლე ონლაინ პედაგოგად მუშაობს

დაბა კაზრეთის სკოლის მოსწავლე ონლაინ პედაგოგად მუშაობს

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქვეყანაში განათლების სისტემა სწავლების ახალ მოდელზე, ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა, ამიტომ სატელევიზიო გადაცემამ „წიგნების თარომ“ ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით: ,,წიგნების თაროს ონლაინ სკოლა”

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილი სატელევიზო გადაცემა ,,წიგნების თარო “-ს მონაწილეა და ახლა უკვე, მის ახალ პროექტშიც აქტიურად ჩაერთო როგორც პედაგოგი.

 

ახალგაზრდა პედაგოგი პრაიმტაიმთან პროექტის შესახებ ყვება და ამბობს რომ პროექტის მონაწილეეები უფროსკლასელები და სტუდენტები არიან და ისინი პირველიდან მეოთხე კლასის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებენ.

 

„ჩვენს სკოლაში პროექტში დარეგისტრირებული უკვე 1234 მოსწავლეა, მე ინგლისურს ვასწავლი, ბავშვები კლასიკური საგნების გარდა სხვა საგნებსაც სწავლობენ, მაგალითად: „მე და ჯანმრთელობა” , „მე და საზოგადოება”  და სხვა.

 

ბავშვები ბევრ მათთვის საინტერესო ამბავს იგებენ, მე ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში, 10 გაკვეთილი უნდა ჩავატარო და აქედან 8 გკვეთილი უკვე ჩატარებული მაქვს. ეს არის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის.

 

მსოფლიოში კორონავირუსის გამო განათლების გარდა ყველაფერი შეჩერდა და სწავლება მაინც გრძელდება ონლაინ რეჟიმში, მე თვითონ 11 კლასში ვარ და მომავალ წელს სკოლასაც ვამთავრებ. ეს პროექტი ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის, ამის გარდა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არაფორმალურ განათლებასაც”, ამბობს ,,წიგნების თაროს ონლაინ სწავლების” ახალგაზრდა პედაგოგი.-

 

Exclusive: თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით გამომძიებელია დაკავებული
2020-05-30Exclusive: თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით გამომძიებელია დაკავებული

 

 

 

როგორც მურო ექიზაშვილი გვიყვება, ის აქტიურად იღებს სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, ერთ-ერთია ,,FLEX “-ის პროგრამა.

 

„ეს არის ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა, რომ სწავლა ამერიკაში ერთი წლის ვადით შეძლონ, მე პირველად ვცადე მე-9 კლასში მაგრამ პირველივე ცდაზე ვერ გავედი, წელს მესამე ცდა იყო ,ამის შემდეგ მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ მექნებოდა, საბედნიეროდ კარგად გავართვი თავი, მომავალ წელს მე-12 კლასს ამერიკაში დავამთავრებ,“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაბა კაზრეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე, მურო ექიზაშვილი.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +