fbpx
00:31 | 2020-06-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დაავადებას არ ავრცელებენ! – ჯანმო უსიმპტპომო პაციენტებზე

დაავადებას არ ავრცელებენ! – ჯანმო უსიმპტპომო პაციენტებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები არ არიან.

 

არა და ზოგიერთი მკვლევარი შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ უსიმპტომო ინფექციის გამო დაავადების შეკავება შესაძლოა რთული გამხდარიყო.

 

ეპიდემიის ადრეული აფეთქებების წინასწარმა მტკიცებულებებმა გამოავლინეს, რომ ვირუსის გავრცელება შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე მაშინაც კი, თუ მატარებელს სიმპტომები არ აქვს.

 

ჯანმოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, შეიძლება დაავადება უსიმპტომოდ გავრცელდეს, ეს გადაცემის მთავარი საშუალება არ არის.

 

„ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. ეს ძალიან იშვიათია.

 

საჭიროა მეტი გამოკვლევა და მონაცემები იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება უსიმპტომო მატარებლების მეშვეობით.

 

მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია.“ – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარია კერხოვე.

ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ - რატომ შეცვალეს ქართველმა ინფექციონისტებმა ჯანმოს რეკომენდაციები
2020-03-29ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ - რატომ შეცვალეს ქართველმა ინფექციონისტებმა ჯანმოს რეკომენდაციები

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X