
პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა 360 გრადუსში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს დაბურულ მინებიანი შკოდის მარკის ავტომობილი მისდევდა.
„გაანებონ ჩემი შვილის თვალთვალს და დევნას თავი. 14 წლის ბიჭი და 23 წლის გოგო მყავს, რომელიც ღამით ჩემი მანქანით გადაადგილდებოდა სამი დღის განმვალობაში, დაბურული შკოდით. ქალაქგარეთ გავიდა, მცხეთა-თბილისის მონაკვეთში გზად მოტოციკლეტი და ავტომობილი მისდევდა.
გაანებონ თავი, არ შეიძლება ბრმად აკეთონ ყველაფერი, გამომძიებლები არიან. თანამდებობა მუდმივი არ არის, სხვისი გამწარებით არ შეიძლება სიამოვნება მიიღონ.“ – ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ეთერში ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრობდა.