fbpx
17:58 | 2020-10-22 ავტორი: თამთა თორდია

„დააკვირდით ბოლო ათ წამს, ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან“ – ბანკის ძარცვის ეპიზოდის ახალი კადრები ვრცელდება

„დააკვირდით ბოლო ათ წამს, ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან“ – ბანკის ძარცვის ეპიზოდის ახალი კადრები ვრცელდება

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ზუგდიდში საქართველოს ბანკიდან მძევლების გაყვანის კადრებს ავრცელებს.

 

როგორც გვარამია facebook-ზე წერს, ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი მძარცველთან შეკრულია და ფარულად ამყარებს კონტაქტს.

 

ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო - შს მინისტრი გალდავაზე
2020-10-22ის დაბრუნდებოდა ცოცხალი ან არა, გადაწყვეტილება ჩემთვის რთული იყო - შს მინისტრი გალდავაზე

 

„ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა:

 

ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკაცრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები) ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.

 

და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან“, – წერს გვარამია.

 

ნახეთ ვიდეობოლოს ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X