11:09 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

“დაახლოებით 6 საათზე დავინახე ავტომობილი, რომლის მძღოლიც გოგონა იყო” – ბოლო თვითმხილველი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილი ნახა

“დაახლოებით 6 საათზე დავინახე ავტომობილი, რომლის მძღოლიც გოგონა იყო” – ბოლო თვითმხილველი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილი ნახა

“ჩემი სახლისკენაც გამოიხედა, ათვალიერებდა” – ამის შესახებ „პოლიტმეტრთან“ საუბრისას ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა განაცხადა, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ადამიანია, ვინც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე ნახა.

 

გოგონა ყვება, რომ ბაჩალიაშვილი მის სახლთან დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და იქაურობას ათვალიერებდა. მისი თქმით თამარ ბაჩალიაშვილს ავტომობილის მინები აწეული ჰქონდა, თუმცა მისი სახის დანახვა მაინც შეძლო.

 

„დაახლოებით 6 საათზე დავინახე ავტომობილი, რომლის მძღოლიც გოგონა იყო და დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. რაღაცებს ათვალიერებდა და ჩემი სახლისკენაც გამოიხედა. დარწმუნებული ვარ, რომ ის გოგო იყო ვისაც ეძებდნენ. შიგნით ვინმე თუ იჯდა არ დამინახავს.. მინები აწეული ჰქონდა, უბრალოდ ნელა გაიარა და რაღაცებს ათვალიერებდა“ – განაცხადა გოგონამ.

 

“ჩემი სახლისკენაც გამოიხედა, ათვალიერებდა” – რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ნახა

 

ამ საქმეში „პოლიტმეტრმა“ კიდევ ერთი თვითმხილველის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ გოგონა, დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს დაინახა.

 

„გოგოც დავინახეთ, ჩვეულებრივად. ზუსტად ვიცი, რომ ეგ იყო.“ – მაწევანის მცხოვრებლები ამტკიცებენ რომ ბაჩალიაშვილი დაკარგვიდან მეორე დღეს დაინახეს

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X