
ვიკინგად წოდებული პირი, რომელიც 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში რქებსა და ქურქში გამოწყობილი შეიჭრა, დააკავეს.
ჯეიკ ენჯელის სახელით ცნობილმა ჯეიკობ ანტონ ჩენსლიმ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ვაშინგტონში მეგობარ პატრიოტებთან ერთად არიზონადან ჩავიდა.
სამართალდამცველებმა ადამ ჯონსონიც დააკავეს, რომელიც ნენსი პელოსის კაბინეტში შეიჭრა და კონგრესის სპიკერის, პელოსის კათედრა გაიტაცა.
ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ – „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში