
პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ლისზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა დააკავეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)
შეგახსენებთ, რომ ავარიას ლისზე 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.