12:58 | 2020-06-16 ავტორი: თამთა თორდია

დააკავეს 54 წლის კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილ ფოტოებსა და ვიდეოს უგზავნიდა

დააკავეს 54 წლის კაცი, რომელიც 12 წლის გოგოს გარყვნილ ფოტოებსა და ვიდეოს უგზავნიდა

ბრალდებული, რომელიც 12 წლის გოგონას სოციალური ქსელით გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა, თბილისში დააკავეს.

 

რატომ მალავდა ვინაობას თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე
2020-06-15რატომ მალავდა ვინაობას თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ., დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა.

 

დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით ჩადიოდა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს.

 

პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: თამთა თორდია

X

error: Content is protected !!