10:54 | 2020-04-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

კაცი, რომელმაც დას თავში ჭიქა ჩაარტყა, დაკავებულია

კაცი, რომელმაც დას თავში ჭიქა ჩაარტყა, დაკავებულია

პოლიციამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელმაც ცივი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრა, დას კი თავში ჭიქა ჩაარტყა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, იგი ჩხოროწყუშივე დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

 

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც თვითმხილველი აცხადებს, ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო სახლში მობრუნებულმა საკუთარ დას თავში ჭიქა ჩაარტყა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X