18:36 | 2021-11-23 ავტორი: Prime Time

„და თქვენ რა გააკეთეთ საკუთარი თავისთვის, რომ ასე არ ყოფილიყო“? – სოფო შევარდნაძე

„და თქვენ რა გააკეთეთ საკუთარი თავისთვის, რომ ასე არ ყოფილიყო“? – სოფო შევარდნაძე

სოფიკო შევარდნაძე ოჯახის როლსა და დანიშნულებაზე საუბრობს.

 

„ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ეს ის ფრაზაა, რომელსაც ხშირად ეთანხმებიან, ეწინაააღმდეგებიან ან განიხილავენ. მე მგონია, რომ არ შეიძლება, მთელი პასუხისმგებლობა აკიდო ყველაზე ახლო ადამიანების წრეს.

 

ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე. ოჯახის მისიაა იყოს მეგზური, დაგეხმაროს საყრდენის და მორალური ძაფის პოვნაში, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი არჩევანი მომავალში. მაგრამ შეუძლებელია ის იყოს ერთადერთი და ძირითადი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც პიროვნებაზე მთლიანად ახდენს გავლენას.

 

ამას ახლა განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, როგორც დედა, ყველა სიტყვას ვიაზრებ და ყველა ნაბიჯს. როცამესმის ფრაზა: “ასეთი იმიტომ ვარ, რომ ჩემს ოჯახში ასე და ასე იყო”, მინდა ვიკითხო:

 

„და თქვენ რა გააკეთეთ საკუთარი თავისთვის, რომ ასე არ ყოფილიყო?” არაფერია იმაზე კომფორტული, ვიდრე საკუთარი პასუხისმგებლობა გადააბარო მას, ვინც იყო შენ გვერდით. იქნებ სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ ხოლმე?”- აცხადებს სოფო შევარდნაძე.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X