17:38 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როდის მოიხსნება შეზღუდვები – გიორგი გახარიას განმარტება

როდის მოიხსნება შეზღუდვები – გიორგი გახარიას განმარტება

ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ „კოვიდ19“ ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ადაპტაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები შეასრულებენ დაწესებულ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.

 

„ჩვენი ჯანდაცვის სიტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის.

 

მიუხედავად ამისა, დღეიდან, ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იმისათვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ თანმიმდევრულად ამ შეზღუდვების მოხსნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ამასთან, გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები