00:16 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

Covid-19 სმენის დაკარგვას იწვევს?! – ბრიტანელი მედიკოსები

Covid-19 სმენის დაკარგვას იწვევს?! – ბრიტანელი მედიკოსები

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტმა ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, სმენა დაკარგა.

 

მსგავსი შემთხვევები პანდემიის განმვალობაში არ გამოკვეთილა, თუმცა ბრიტანელმა ექსპერტებმა 45 წლის მამაკაცის სიყრუის მიზეზებს მიაგნეს და რეკომენდაციაც გასცეს – სმენის დაკარგვის პრევენციად ისინი სტეროიდული საშუალებებით მკურნალობას მოიაზრებენ.

 

„45 წლის ბრიტანელმა კორონავირუსის გადატანის შემდეგ სმენა სრულად დაკარგა. ექიმების თქმით, ეს მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა.

 

სმენის მოულოდნელი დაკარგვა ზოგჯერ ვირუსული ინფექციების გართულების შემდეგ ხდება, მაგალითად: გრიპის შემთხვევაში. თუმცა კორონავირუსის გადატანისას ასეთი რამ აქამდე სამედიცინო პრაქტიკაში აღწერილი არ ყოფილა.

 

ექსპერტები ოტორინოლარინგოლოგიაში ამტკიცებენ, რომ სტეროიდების ადრეულად მიღების შემთხვევაში, სმენის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია. პაციენტი, რომელსაც ასთმა ჰქონდა, ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში Covid-19-ის სიმპტომებით რეანიმაციაში შეიყვანეს, რადგან გართულებული სუნთქვის სიმპტომები ჰქონდა.

 

ანალიზებით ორგანიზმში ვირუსული ინფექცია დადასტურდა და პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მას რამდენიმე წამალი გამოუწერეს, ასევე სისხლი გადაუსხეს, რის შემდეგაც გამოჯანმრთელება დაიწყო და 30 დღის შემდეგ აპარატიდან მოხსნეს.

 

რეანიმაციიდან გაწერის შემდეგ, ერთ კვირაში, პაციენტს ყურებში შიშინი დაეწყო, მერე კი მოულოდნელად მარცხენა ყურში სმენა დაკარგა. კვლევამ აჩვენა, რომ სმენის დაკარგვის მიზეზი სავარაუდოდ, ნერვის,შუა ყურის, ან ორივეს ერთდროული დაზიანება გახდა. ამის ერთადერთ შესაძლო მიზეზად ექიმები Covid-19-ს ასახელებენ.

 

სტეროიდული აბების და ინექციების შემდეგ, სმენა პაციენტს ნაწილობრივ დაუბრუნდა, თუმცა სრულად აღდგენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსმა შესაძლოა, ფილტვების გარკვეული ტიპის უჯრედებში შეეღწია, მათ ზედაპირზე არსებული რეცეპტორების დახმარებით და ისინი დააინფიცირა ზონირებით. ასეთივე რეცეპტორებია განლაგებული შუა ყურის ნერვის უჯრედებზე.

 

„მოსახლეობაში ვირუსის ფართო არსებობისა და სმენის დაკარგვის შემთხვევის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ამის შემდგომი გამოკვლევა”, – განაცხადა გუნდმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ყელ-ყურ-ცხვირის სამეფო ნაციონალური საავადმყოფოდან.

სტრესის ფონზე ფიქრობთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები თქვენც გაქვთ?! - აი, რას გირჩევთ ფსიქოლოგი
2020-10-08სტრესის ფონზე ფიქრობთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები თქვენც გაქვთ?! - აი, რას გირჩევთ ფსიქოლოგი

 

ამიტომაც ახლა უკვე ექიმები რეკომენდაციას გასცემენ, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კორონავირუსით დაავადებულთა სმენის პრობლემებს და სმენის მოულოდნელი დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაამისამართონ შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც შეძლებს შესაბამისი ზომების მიღებას სმენის სამუდამოდ დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით.” – წერს გამოცემა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +